ყოველ ქალი თავისებურად უნიკალურია. თუმცა, ზოგიერთი იმდენად უნიკალურია, რომ მეტად გამოირჩევიან სხვა დანარჩენებისგან . რედაქცია Einteres.ge გაგაცნობთ ჩვენი პლანეტის 16 ყველაზე არაჩვეულებრივ ქალს.
ეს ქალები უნიკალურები არიან სხვადასხვა მიზეზების გამო. ბევრი მათგანი ძლიერ დაზარალდა თანდაყოლილი დაავადებებისა ან დარღვევებისგან/გადახრებისგან. ხოლო ზოგიერთმა სპეციალურად შეიცვალა გარეგნობა რათა შეესაბამებოდეს საკუთარ გამოგონილ იდეალს. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული მათგანი ცდილობს იცხოვროს სრულყოფილი ცხოვრებით და იყოს ბედნიერი, იმ ბედით რომელიც მას ერგო.
ელისანი სილვა
ეს არის ყველაზე მაღალი გოგონა მსოფლიოში. მისი სიმაღლე შეადგენს 206 სმ. მან ამ სიმაღლეს14 წლის ასაკში მიაღწია, . ეს გიგანტიზმი უკავშირდება ჰიპოფიზს, რომელიც აკონტროლებს ადამიანის სიმაღლეს. სამი წლის წინ ელისანს ამოკვეთეს სიმსივნე და მას შემდეგ მან შეწყვიტა ზრდა.
ჯიოტი ამგე
ყველაზე პატარა ქალი პლანეტაზე დაიბადა 1993 წელს ინდოეთში. 18 წლისთვის მისი სიმაღლე შეადგენდა არაუმეტეს 70 სმ, ხოლო წონა მხოლოდ 12 კგ. გოგონა იტანჯება აჰონდროპლაზიით, გამოწვეული ზრდის ჰორმონის რეცეპტორის მუტაციებით. მიუხედავად მისი ჯუჯა სიმაღლისა ჯიოტი ცდილობს იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით. ოცნებობს გახდეს მსახიობი ან მოდელი. თავისუფალ დროს კერავს ტანსაცმელს თავისთვის და აკეთებს იუველირულ სამკაულები.
ჩარიტი პირს
ეს გოგონა არის აღიარებული როგორც უმძიმესი ქალი მსოფლიოში. მისი წონა შეადგენს 347 კილოგრამს. მიუხედავად მისი უზარმაზარი გაბარიტებისა და თითქმის უმოძრაო ცხოვრების წესისა, ჩარიტი პირსმა შეძლო ეპოვნა სიყვარული და აქტიურად შეუდგა გახდომას ,რათა დამოუკიდებლად მივიდეს საკურთხევლამდე.
ვალერია ლუკიანოვა
დაბადებული ოდესაში და ცნობილი როგორც "ცოცხალი თოჯინა ბარბი," თუმცაღა მისთვის ეს მეტსახელი აღიზიანებს. გოგონა ამტკიცებს, რომ წარმოადგენს ამატუეს ენერგეტიკულ ქმნილებას,რომელიც ვარსკვლავური პლეადის გროვისგან გადაიქცა ადამიანის სხეულად. მისი აღიარებით, ერთადერთი პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მან გაიკეთა არის მკერდის გადიდება ორი ზომით. ხოლო დანარჩენი სხეული ბუნებრივი და ნატურალურია. სკეპტიკოსებს კი ამაში ეჭვი ეპარებათ. სიმართლე კი როგორც ყოველთვის აქვეა.
მენდი სელარსი
ეს ქალი იტანჯება პროტეას სინდრომით, რომელმაც ის გახადა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხების მფლობელად. გოგონას ტანის ზედა ნაწილი იწონის მხოლოდ 38 კგ-ს, როდესაც ქვედა - მთელ 95-ს. მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც ტკივილს აყენებს მას, მენდი სელარსმა დაამთავრა ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში.
ატაი ელიგიდაგნი
20 წლის ეთიოპიელი ატაი ელიგიდაგნი ატარებს ქვედა ტუჩზე დისკს დაახლოებით 60 სანტიმეტრის გარშემოწერილობით. "მორთულობის" ასეთი ტრადიცია ქორწილამდე ერთი წლით ადრე დაცულია ტომის ყველა გოგოს მიერ, თუმცა ატაიმ შეძლო თავად ჩაედგა ყველაზე დიდი ტუჩის დისკი და ამგვარად შესულიყო გინესის რეკორდების წიგნში.
პენი ბრაუნი
ეს გოგონა მიმართავს ყველა შესაძლო და არაშესაძლო ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად დამსგავსოს ჯესიკა რებიტს - ანიმაციური ფილმის გმირი "ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი". ამ მიზნით, პენი ბრაუნი, 23 საათის განმავლობაში იჭერს მჭიდრო კორსეტს, რათა მიაღწიოს ისეთ შედეგს როგორიც მის გმირს აქვს.ამის შედეგად, ზიანდება შინაგანი ორგანოები, გოგონას ძალიან უჭირს ჭამა და ასევე ჯდომა. მაგრამ პენი ბრაუნი ამბობს, რომ ეს ამად ღირს, დაემსგავსო მულტფილმის პერსონაჟს.
ანეტა ფლორჩიკი
პოლონელი მძიმეწონოსანი ათლეტი -ცნიბილი თავისი წარმოუდგენელი ძალით. მას შეუძლია აჭიმოს 500 კილოგრამი ძალისმიერ სამჭიდში, რაც ითვლება რეკორდად ქალებისათვის. გარდა ამისა, მას აქვს რამდენიმე უფრო საინტერესო რეკორდი. მაგალითად, ანეტა ფლორჩიკმა შეძლო ორი წუთის განმავლობაში აეწია თავის ზემოთ 12 ზრდასრული მამაკაცი! და ერთ წუთში გაღუნა 5 ტაფა.
აშა მანდელა.
ამ ქალბატონმა შეძლო ყველაზე გრძელი დრედლოკების გაკეთება. მისი სიგრძე 17 მეტრს აღწევს და წონა 19 კგ-ს. ამ შედეგის მისაღწევად აშა თმას 25 წელი არ იჭრიდა. თბის დასაბანად და გასაშრობად ქალბატონს 50 საათი ჭირდება.
მიკელ რუფინელი
ეს 40 წლის ამერიკელი გახდა ცნობილი, მისი უჩვეულოდ დიდი თეძოების წყალობით. მათი გარშემოწერილობა აღწევს 240 სანტიმეტრს! მიკელი აცხადებს რომ მას არ აქვს არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები და ის არის სრულიად კმაყოფილი თავისი თავით და ცხოვრებით. ხოლო მისი ქმარი ყოველდღე ეუბნება, რომ იგი - ყველაზე ლამაზი ქალია მსოფლიოში.
სიუზანა მუშატ ჯონსი
ამჟამად სიუზან მუშატა ჯონსი ითვლება უხუცეს ადამიანად მსოფლიოში. ის დაიბადა წინისწინა საუკუნის ბოლოს, კერძოდ: 6 ივლისს, 1899წელს. სუზანა ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესს ირჩევდა, თავს არიდებდა ალკოჰოლს და თამბაქოს. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა იძულებულია გადაადგილდეს ინვალიდის ეტლით, სუზანა მუშატ ჯონსი აცხადებს, რომ თავს გრძნობს კარგად!
ჯულია გნუსი
ჯულია გნუსი ითვლება ყველაზე მეტი ტატუს მქონე ქალად მსოფლიოში. მის სხეულზე არის 400-ზე მეტი ტატუ. ხშირმა ტატუ-სალონის სტუმრობამ ჯულიას კანი მიმართა დაავადებებისკენ. ტანზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისას ქალის კანი იფარებოდა დამწვრობებით, რის შემდეგაც რჩებოდა საშინელი ნაწიბურები. ჯულიამ გადაწყვიტა, რომ არ მიემართა დახმარებისთვის პლასტიკური ქირურგებისთვის და თავისი ნაწიბურები ტატუების ქვეშ დამალა.
მაირა ჰილსი
ამ ქალს აქვს უდიდესი ხელოვნური მკერდი და უწევს ბიუსჰალტერების შეკერვა შეკვეთით. მაირას ბიუსტის გარშემოწერილობა შეადგენს 149 სანტიმეტრს, ხოლო წელის არის 71 სმ, თეძოები - 91 სმ. მკერდის წონა შეადგენს 15 კილოგრამს, მაგრამ მაირა ჰილსი მზად არის გაუძლოს ყველა დაკავშირებულ უხერხულობას ასეთი "სილამაზის"გულისთვის.
ენნი ჰოკინს-ტერნერი.
ენნი ცნობილია როგორც ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მფლობელი. მისი გარშემოწირულობა 178 სმ აღწევს ხოლო წონა 50 კგს. ეს გიგანტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც მას სამოდელო კარიერის აწყობაში ძალიან დაეხმარა.
ებიგეილ და ბრიტანი ჰენესები.
ეს სიამის ტყუპები ფლობენ ორ ხელს ორ ფეხს და მხოლოდ საკუთარი ნახევარის მართვა შეუძლიათ. ისინი გამორჩეულები არიან იმით რომ სრულფასოვანი ცხოვრება აქვთ. მიუხედავად იმისა რომ მათი გემოვნება და ხასიათი სხვადასხვაა მათ დაამთავრეს უნივერსიტეტი და აიღეს საკუთარი დიპლომები. ახლა ასწავლიან ერთ-ერთ სკოლაში. ეს მაგალითია მათთვის ვინც არაჩვეულებრივ სიტუაციაში აღმოჩნდა.
ამ ქალბატონთაგან ყველა გრძნობს რომ უნიკალურია, ზოგს არ მოწონს ეს ზოგს პირიქით. თუ გულგრილი არ დარჩი ამ სტატიის შემდეგ გაუზიარე მეგობრებს.
წყარო