ჩიკაგოს პოლიციის ინფორმაციით, 15 წლის გოგო ექვსმა კაცმა გააუპატიურა, ფაქტის ამსახველი ვიდეო კი “ფეისბუქის” ათობით მომხმარებელმა ნახა. პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებას აწარმოებს. როგორც ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა BuzzFeed News-ს დღეს აუწყა, დეაჰვიონ ოსტინის დაკარგვის შესახებ, თავდაპირველად, მისმა დედამ 20 მარტს განაცხადა. მან შვილის გაუპატიურების ამსახველი ვიდეო კადრები მოგვიანებით ნახა. “ის დღეს 7:45 საათზე იპოვეს, გოგო ამჟამად, მიმდებარე საავადმყოფოში მკურნალობს. გამოძიება სექსუალური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს”,- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. დეტექტივებმა დამნაშავეების კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს. ოსტინის დედამ ვიდეომასალა ჩიკაგოს პოლიციის უფროსს, ედი ჯონსონს 20 მარტს აჩვენა. ვიდეო დაახლოებით 40 ადამიანმა ნახა, თუმცა, ინციდენტის შესახებ პოლიციას არავინ აუწყა. BuzzFeed News -მა Facebook-ს დამატებითი ინფორმაცისთვის მიმართა. სოციალური ქსელის მონაცემებით, იანვარში, ჩიკაგოში კაცის წამების გამო ოთხი ადამიანი დააპატიმრეს. იმავე თვეში, სამი კაცი დააკავეს შვედეთში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების გამო.
http://pia.ge