ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მამაკაცმა 101 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ უცხოპლანეტელს დამსგავსებოდა


    ლოსანჯელესელმა მამაკაცმა 101 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ უცხოპლანეტელს დამსგავსებოდა, - იუწყება უცხოური მედია.

    22 წლის ვინი ოჰის ტრანსფორმაცია 5 წლის წინ ფილერის საშუალებით ტუჩების გადიდებით დაიწყო. ამას მოჰყვა ყვრიმალების, წარბების და ცხვირის ფორმის შეცვლის მრავალი ოპერაცია.

    უცხოპლანეტელის იერის უფრო გამოსაკვეთად ის შავი ფერის კონტაქტურ ლინზებს ატარებს და თმას მკვეთად ღია ფერით იღებავს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როგორც აღმოჩნდა 22 წლის მამაკაცი გარეგნობის „სრულყოფისთვის“ გენიტალიების, მკერდისა და ჭიპის მოკვეთას, ასევე შუბლის, ყურების, ყბისა და ყვრიმალების ფორმის სილიკონის იმპლანტების შეცვლასაც გეგმავს. ყველა ამ პროცედურის ღირებულება 160 ათას დოლარს აჭარბებს.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი