მოქალაქე ირინა ბარბაქაძე პარლამენტს ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას სთავაზობს. მისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანომ 30 იანვარს დაარეგისტრირა.
ბარბაქაძე კანონპროექტში გენდერული თანასწორობის კანონის პრინციპებს ეყრდნობა. იგი თვლის, რომ უნდა შემოიღონ ცნება – “ჯარისქალი”.
მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევენ კაცებს, 18-დან 27 წლამდე, ქალებს – ნებაყოფილობით.