ყველა სიახლე
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, სადაც საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის მამის საფლავი გაძარცვეს, მოპარულია საფლავის ქვაზე მიმაგრებული სპილენძის ბარელიეფი. ერთი თვის წინ მომხდარ ქურდობის ფაქტზე, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატმა ძმასთან ერთად მძარცველი სცემა, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა. "ამაზე აჟიოტაჟი იყო. თავისთავად მეპატრონე რომ მოვიდა და გაძარცვული ნახა, გაბრაზდა. პოლიციაში მეც დამიბარეს და გამომკითხეს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სასაფლაოს მეთვალყურეობაზე ან ვინმე იცავს თუ არა. ვისი საფლავიც გაქურდეს, საკრებულოს წევრის ახლობელი იყო. სხვა მეტი არაფერი ვიცი", - ამბობს საფიჩხიის სასაფლაოს მენეჯერი, რევაზ ჩიხლაძე. ჩიხლაძის თქმით, სასაფლაოზე მათ მხოლოდ დღის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე მეთვალყურეობა ევალებათ. მისი ინფორმაციით, საფიჩხიის სასაფლაოზე ქურდობის ფაქტები არცთუ იშვიათად ხდება. "სპილენძი, ალუმინი და ასეთი რამეები მიაქვთ ხოლმე", - აღნიშნავენ საფიჩხიის სასაფლაოს ადმინისტრაციაში. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძე, ძმასთან ერთად, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. წყარო: kutaisipost.ge
დაკავებულია "ქართული ოცნების" დეპუტატი
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
ყველა სიახლე
Ярлыки:
ყველა სიახლე