“თავს ორივე კარგად გრძნობს, გოგონას ლილე დავარქვით. ჩვენი ქალიშვილი დილის 04:10 დაიბადა და ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა”, – ამბობს ვახო მჭედლიძე.
შეგახსენებთ, რომ გვანცა დარასელიას და ვახო მჭედლიძეს, ვაჟი ჰყავთ, რომელსაც ერეკლე ჰქვია.
გვანცა საკუთარ ორსულობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა შემდეგ მისი საიდუმლო დედამისმა გაამხილა.