”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, "გამოძიება მიმდინარეობს ობიექტურად და ყოველმხრივ, მათ შორის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებითაც და ეს საქმესთან კავშირშია". გოგორელიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა როგორც შინაარსობრივ, ასევე უშუალოდ კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის და კერძო საუბრის უკანონოდ მოპოვების გავრცელებას. ჟურნალისტებმა საქმის პროკურორს ჰკითხეს შეიძლება თუ არა საქმე გადაკვალიფიცირდეს და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თუმცა პროკურორმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. "საქმის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულზე კომენტარს ვერ გავაკეთებ"- აღნიშნა მან. დღეს საქალაქო სასამართლოში ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევისა და ვიდეო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-ჩაწერის ფაქტს. გვარამიამ აღნიშნა, რომ შსს მასზე სისხლის სამართლის ახალი საქმის აღძვრას ცდილობს. „შთაბეჭდილება დარჩა აბსოლუტურად იმისი, რაც რეალურად ხდება, შესაძლებლობა, რომ აღძრან ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე, ან ქრთამის აღების ნაწილით, რაც შეუძლებელია. სულ რომ ის მელაპარაკა, რაც გამოქვეყნდა, იქაც არ არის ქრთამის შემადგენლობა. ამას გარდა, ყველას შევახსენებ, რომ 6 მილიონი, საიდანაც მილიონი უნდა გადამეხადა ვითომ, საბოლოო ჯამში, რუსთავი 2-ში არ მოვიდა ამ ხელისუფლების გამო, იმიტომ რომ ის კონტრაქტი ყადაღის გამო დაიბლოკა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მცდელობა არის იმისი, რომ ან ქრთამის ნაწილი იყოს, ან ცრუ ჩვენება რაღაცა ასეთი ტიპის ახალი ბრალი წარდგენილი,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ყველა სიახლე
რა კომენტარს აკეთებს პროკურორი ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
ყველა სიახლე
Ярлыки:
ყველა სიახლე