ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ინგა გრიგოლია: დღეს აღმოვაჩინე, რა ყოფილა სინამდვილეში შიში

    Картинки по запросу ინგა გრიგოლია
    ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ facebook-ის პირად გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ  ავტოსაგზაო შემთხვევა აიცილა თავიდან.

    „ახლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში. გამოვედი სამსახურიდან, გადმოვდივარ გადასასვლელზე, ჩემი გზაა, მწვანე ანთია. მოვდივარ და ვფიქრობ, გადაცემის ინტერაქტივის გაფორმებაზე. არსაიდან გამოვარდა აწყვეტილი მანქანა, წამებში მივხვდი,რომ ვერ გაჩერდებოდა, კივილი, ტორმუზების ხრჭიალი და სადღაც გადავხტი.

    მოკლედ, გადავრჩი. მას არც კი გაუჩერებია. მერე რა, რომ ჩემი გზა იყო და არა მისი, ხმამაღლა შემაგინა და გავარდა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ყველაზე დაუცველები, ამ თავხედი ტიპების ხელში, ფეხით მოსიარულე ადამიანები ვართ.

    მეგონა ვიცოდი, რა იყო შიში. არ მცოდნია, დღეს აღმოვაჩინე, რაც ყოფილა სინამდვილეში", - წერს გრიგოლია. 

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი