„რაც შეეხება ნდობის გამყარებას, პირველი გახლდათ ჩემი განცხადება, მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა ინფორმაცია ეთერში გადასცა და მაშინვე ვთქვი, რომ არის ნდობა. როდესაც გაკეთდა რამდენიმეგზის განცხადება, რომ არის ნდობა გამოძიების მიმართ, იქ ნდობის გამყარება-არ გამყარებაზე საუბარი არასწორია. ნდობა არის და წერტილი. იგი თავიდანვე იყო და შემდგომ კიდევ დაფიქსირდა მისი უწმინდესობის და მღვდელმთავრების განცხადებაში. ამიტომ ველოდებით გამოძიებისგან შესაბამის ქმდებებს და ინფორმაციას.
იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ობიექტურ ჭეშარიტებას", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.