ჟურნალისტი იმედა დარსალია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ ბოლო დროს თბილსიში საგრძნობლად გახშირდა ყაჩარობის ფაქტები: ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქუჩაში გასვლა სახიფათოა, ტელეფონების, ქურთუკების დაყაჩაღების სამი ფაქტი ბოლო 10 დღეში მოხდა, აქედან ერთი ტრაგიკულად დასრულდა - ბავშვი მოკლეს (ჩემთვის უახლოესი ადამიანი და დიდი ტრაგედია მივიღეთ). ველოდი, რომ აუცილებლად შეგაწუხებდათ ქალაქში დაბრუნებული კრიმინალი-ტელეფონებსა და ქურთუკებზე ნადირობა, ველოდი, რომ ისეთივე მაღალი ტრიბუნიდან მისცემდით უფლებას და დავალებას სამართალდამცველებს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ გააკეთეთ მთავრობის სხდომაზე, რომ ღამის კლუბებში ქართველ კაცებს არ უშვებენო. ახლაც შეწუხდით და სასწრაფო რეაგირება დაიწყეთ. უსუსურად გამოიყურება მთავრობა ამ კრიმინალურ ფონზე, რაც ძალიან არ მსიამოვნებს“, წერს იმრდა დარსალია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge