“ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და მავნებელი მთავრობის პირობებში, ძლივს რაღაც სასიხარულო რომ მოხდება – ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ – რატომ უნდა მოგინდეს party pooper-ობა, გაუგებარია.
გაუგებარია როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად.
გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე.
გაუგებარია, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას თანამოქალაქეებს, რატომ წარმოაჩენთ მათ ქურდ-ბაცაცებად.
გაუგებარია, რატომ ამტკიცებთ, რომ ევროპელების ამ ნაბიჯით ქართველები ბოროტად ისარგებლებენ.
გაუგებარია, რატომ აზოგადებთ მთელ ერზე იმ დანაშაულს, რასაც კონკრეტული ადამიანები სჩადიოდნენ, სჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ.
ასევე გაუგებარია, რატომ საუბრობ სხვის ქედმაღლობაზე მაშინ, როდესაც თავად, მთელ ერს კარიკატურას უწოდებ, ერს რომლის 95%-მაც ერთ დროს შენ აგირჩია.
ასევე გაუგებარია, რატომ უნდა ანთხიო შხამი, იმის ნაცვლად, რომ გადაწვე და დატკბე იმით, რომ შენმა შრომამ შედეგი მოიტანა – მერე რა, რომ ოპონენტი გიხტება წილში (თუნდაც დაუმსახურებლად), რა გამოდის? ასე ხომ იწვები, რომ ყველაფერს არა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი თავისთვის პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებდი?
ზნეობას რომ თავი დავანებოთ და თუნდაც ცინიკურად მივუდგეთ, თვითკონტროლი როგორ უნდა მოგეშალოს ისე, რომ იმასაც ვერ მიხვდე – მთლიანად აცდენილი რომ ხარ ხალხის განწყობას? საიდან ამდენი უკონტროლო გესლი?”-წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.