როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ქოიავამ სავარაუდოდ, შეყვარებულის გამო მოიკლა თავი, რის შესახებაც თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფეისბუკზეც დაწერა.როგორ ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, ქოიავა მისი შეყვარებულის მამას არ მოსწონდა, რის გამოც ბიჭმა სხვა გოგო დანიშნა.ქორწილი დღეს იგეგმებოდა. გაირკვა, რომ ქორწილი ჩაიშალა, რადგან ბიჭი დაკითხვაზე ამ დრომდე პოლიციაში იმყოფებოდა. პატარძალმა ქორწინებაზე უარი განაცხადა.
ირკვევა ისიც, რომ ბიჭის მამას ინფარქტიც დაემართა და ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
გარდაცვლილი სოფო ქოიავას დედამ შვილის თვითმკვლელობის შესახებ ამ დრომდე არ იცის და თურქეთიდან საქართველპში მოემგზავრება.