„უკეთესი წარმოდგენა მქონდა ბატონ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე! ამას ჰქვია „დაფარული გაამჟღავნესო", ანუ გეგმავდნენ საშინელებას. ამათ რამდენიმე სათადირიგო ვარიანტიც ექნებათ დამალული კიდევ და აი, ერთი ეს გახლავთ, რასაც ბრძანებს და რისკენ მოუწოდებს თავის მომხრეებს! ბატონებო, აი რითი განსხვადება დიდი ადამიანი და მამულიშვილი პატარისგან: 1992 წელს დევნილობაში მყოფმა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ თავის მომხრეებს მოუწოდა დედა ეკლესიისთვის ხელი არ შემოეკრათ. ამ წერილმა ჩემს ხელში გაიარა. მან იცოდა, რაც ხდებოდა. 1991 წლის საახალწლო მილოცვაში ამის შესახებ გააფრთხილა ბატონმა ზვიადმა ქართველი ხალხი. მან ისიც იცოდა, რომ მის შემდეგ, როდესაც დადგებოდა ოფიციალური შედეგი - საქართველოს ოკუპაციისა და დაიწყებოდა მისი ანექსია, შეტევა გადაინაცვლებდა საქართველოს ეკლესიაზე. ბატონი მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმო" არავის გაუძევებია, უბრალოდ გადაირჩია ხალხმა. ამას ის აბრალებს ეკლესიას და მისი ციდამტკაველური ინტერესები თანხვდება რუსეთისა და დასავლეთის ინტერესებს. როგორც 1992 წელს დაემთხვა შევარდნაძის კლანის ინტერესები რუსეთისა და დასავლეთისას. მე ვფიქრობ, დაინახეთ რითი განსხვავდება დიდი და პატარა ადამიანი ერთმანეთისაგან. დააკვირდით, ბატონებო, აღიარა, „ნაცმო" რომ გეგმავდა მკვლელობას! მე ასე გავიგე. თუ 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგაც იმდენი ვერ შეიგნო, რომ 1992 წელს ვინც გამსახურდიას შემოჰკრა ხელი, მან საქართველოს შემოჰკრა ( მთელი მისი ოჯახი პრორუსები იყვნენ. თვითონ კი გამსახურდიას სადამ ჰუსეინს უწოდებდა), ვერც იმას მიხვდება, რომ მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, საქართველოს კათალიკოსპატრიარქი დღეს ითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთ წარმომადგენლად და სიმბოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად გამსახურდიას შემდეგ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა კი არავინ და არაფერი დგას. შევარდნაძის კლანიც, სააკაშვილის ოჯახთან ერთად, იმდეოვნებდა, რომ რიმეს გააკეთებდა კარგს. და რაც გააკეთეს ვხედავთ. ნებისმიერი, ვინც თუნდაც კრისტალური ზნეობის სახელით ხელს შემოკრავს ეკლესიას დღეს, ის ყველაზე უზნეო და უგონთმყოფია. ჭკუის ნასახი არ ჰქონია, არადა უკეთესი წარმოდგენა მქონდა ბატონ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე", - წერს ჯერვალიძე.
ყველა სიახლე
ფილოლოგი და ისტორიკოსი ქეთევან ჯერვალიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
ქეთევან ჯერვალიძე მიხეილ სააკაშვილზე: ჭკუის ნასახი არ ჰქონია...
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
ყველა სიახლე
Ярлыки:
ყველა სიახლე