ეს ზღაპრული რეცეპტი ნამდვილად მუშაობს. ამ საშუალების შემადგენლობა კარგად დაბალანსებულია და მიზნად ისახავს თმის ზრდას. ამ რეცეპტს თვითონ ტრიხოლოგები გვიზიარებენ.
ვიღებთ 1,5-2 სუფრის კოვზ კონდიციონერს (ან ბალზამს). არ არის აუცილებელი ყველაზე ძვირადღირებული იყოს. მასში დავამატებთ В ჯგუფის ვიტამინებს (რომლებიც თავისუფლად იყიდება აფთიაქებში):
B1-თიამინი
B2-რიბოფლავინი
B3-ნიკოტინმჟავა
B6-პირიდოქსინი
B12-ციანკობალამინი
+1 ამპულა ალოეს წვენი
В ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს თმის ზრდასა და გაძლიერებას, ხელს უშლის მის ცვენას. თმას ანიჭებს ბრწყინვალებას და იცავს გაჭაღარავებისგან. ამ ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა და გამელოტება.
შეურიეთ ეს ყველაფერი მიქსერით ან კოვზით, დაიბანეთ თმა შამპუნით და 10-15 წუთით გაიჩერეთ ვიტამინებით მდიდარი ბალზამი. შემდეგ ჩამოიბანეთ.
გამოიყენეთ ეს საშუალება როგორც მინიმუმ ერთხელ კვირაში. თქვენ თვითონ შეამჩნევთ, რამდენად ძლიერი, გრძელი და ლამაზი გახდება თქვენი თმა.
წყარო