ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მღვდლები, პუტინი და ციანიდი ჩემოდნით

    მღვდლები, პუტინი და ციანიდი ჩემოდნით
    «The Daily Beast» (აშშ), 15 თებერვალი, 2017 წელი


    საქართველოს - შავიზღვისპირა პატარა ქვეყნის მოქალაქეებმა შოკისმომგვრელი ახალი ამბავი გაიგეს: მაღალჩინოსანი სასულიერო მოღვაწე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენელი, ორშაბათს თურმე იმიტომ დააპატიმრეს, რომ მას კიდევ უფრო მაღალი სასულიერო მოღვაწის მკვლელობა ჰქონდა განზრახულიო. მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალების მტკიცებით, მისი სავარაუდო მსხვეპლი, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე 84 წლის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII უნდა ყოფილიყო, - ნათქვამია ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - უილ კეტჩკარტი).

    ყველაფერი, რაც ჯერ-ჯერობითაა ცნობილი, იმაში მდგომარეობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, გავლენიანი სასულიერო პირი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 10 თებერვალს (ხუთშაბათს) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პროკურატურამ დააკავა იმის გამო, რომ მას თურმე ჩემოდნით მომწამლავი ნივთიერება - ციანიდი გადაჰქონდა. გიორგი მამალაძე გერმანიაში მიდიოდა, სადაც ამჟამად პატრიარქი ილია მეორე მკურნალობს. ორშაბათს, გვიან საღამოს ქართულმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა ეთერში გააჟღერა წერილი, რომელიც თითქოსდა დაპატიმრებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიუწერია ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის. წერილში იგი ამხელს ქართულ ეკლესიაში გამეფებულ კორუფციას, მექრთამეობას, ალკოჰოლის უკანონო წარმოებას და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.

    გაურკვეველია, როგორ და რატომ გადაიქცა პატრიარქის ერთგული მსახური დეკანოზი პოტენციურ მკვლელად?

    ილია II საქართველოს მოსახლეობაში ძალზე პოპულარული ადამიანია, თუმცა ბოლო წლებში ეკლესიაში ბრძოლა დაიწყო ერთი მთავარი მიზეზით - ვინ გახდება ხანდაზმული კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრე? გარკვეული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ეკლესიაში უმაღლეს დონეზე ერთმანეთს პრორუსული და პროდასავლური დაჯგუფებები უპირისპირდებიან, - ნათქვამია სტატიაში.

    „იმ დროს, როცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კულტურისა და ეროვნული იდენტურობის საფუძვლად ითვლება, მას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (კრემლთან) და ეს მაშინ, როცა რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას აგრძელებს. შესაძლოა, [ქართული ეკლესიის კავშირი რუსეთთან] რიგითი ქართველებისათვის ნათლად არ ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და, საერთოდ, კრემლი, დაინტერესებულია, თუ ვინ იქნება  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრე“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

    2008 წლის ომის შემდეგ, როცა საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რუსეთის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტს, ოფიციალური დონეზე მხოლოდ პატრიარქი ილია II და მისი თანამოაზრეები ხვდებოდნენ. სულ ბოლოს ილია II რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შარშან, 29 ნოემბერს შეხვდა.

    „ვლადიმირ პუტინის სამსახურეობრივი წარსულის გათვალისწინებით, არის იმის დიდი ალბათობა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ქართული ეკლესიის მმართველი წრეების წამომადგენლებთან ჰქონდეთ კავშირები. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ვლადიმირ პუტინი უპირატესობას აძლევს საწამლავს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ბუნებრივია, მითქმა-მოთქმა აუცილებლად იქნებოდა. თუმცა კრემლის მიერ საწამლავის გამოყენება, როგორც წესი, ეგზოტიკურია და მხოლოდ ყველაზე მტკიცე კრიტიკოსების წინააღმდეგ გამოიყენება“.


    ქართველი რეგიონული ანალიტიკოსის ანა ჩხიკვაძის აზრით, „ეს ყველაფერი შეიძლება რაღაც თამაში იყოს, რომლის ჩარჩოებში საქართველოს მთავრობა ცდილობს თავისი ადგილი უზრუნველყოს სამომავლო გარდამავალ პერიოდში. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცდილობს გარკვეული მხარე დაიკავოს ეკლესიაში ხელისუფლების გადაცემის დროს, რომელიც ეს-ესაა დაიწყება“.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი