ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "ვოცნებობ, რომ ვინმემ დასუფთავების სამსახურში მაინც დამასაქმოს, ამ მათხოვრობას რომ შევეშვა"

    "ვოცნებობ, რომ ვინმემ დასუფთავების სამსახურში მაინც დამასაქმოს, ამ მათხოვრობას რომ შევეშვა"
    ამ ქალბატონს ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საპირფარეშოში გადავაწყდი - საშრობში ხელებს ითბობდა და თან ცრემლებად იღვრებოდა. გარს ხალხი ირეოდა, თუმცა, ყურადღებას არავინ აქცევდა. გამოველაპარაკე, შეუძლოდ ხომ არ ხართ-მეთქი და არა, უბრალოდ, ხელებს ვითბობო, კეთილად შემომღიმა ცრემლიანი თვალებით. ქალბატონი გულნაზ ბეროშვილი აღმოჩნდა. დავინტერესდი, საცხოვრებელი თუ ჰქონდა და მისგან ეს ისტორია მოვისმინე:

    "საცხოვრებელი აღარ მაქვს, ბინა დიდი ხნის წინ გავყიდეთ, ახლა კი მე მარტო ვცხოვრობ ქირით. 200 ლარია ქირის გადასახადი, მაგრამ მაგასაც ვერ ვიხდი. ახლა 100 ლარი მაქვს მიცემული ბინის მეპატრონისთვის და დანარჩენს ვეღარ ვაძლევ, სულ ასე გაჭირვებით ვიხდი ქირას. ჩემი ქალიშვილი მარტოხელა დედაა, ერთი შვილი ჰყავს, 12 წლის გოგონა, ძალიან ნიჭიერი ბავშვი, მაგრამ სამსახურის შოვნა ვერ შევძელით და ვართ უმძიმეს მდგომარეობაში, სულ ტირილსა და გაჭირვებაში.
    მე აქ ვმათხოვრობ, კაპიკებს ძლივს ვუყრი თავს, პლიუს ბანკების ვალები გვაქვს და შესატან პროცენტებს მე მათხოვრობით ვაგროვებ. 15 წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ინჟინერი იყო, მას მერე კი ვეღარ შევძელით ფეხზე დადგომა და ვართ უკიდურეს გაჭირვებაში. რადგან ჩვენი 
    ბინა არ გვაქვს, სოციალურ დახმარებსაც არ ვიღებთ და ვართ ასე.

    აქ მათხოვრობისას კი ხშირად ვხვდები შეურაცხყოფის მსხვერპლი, ზოგი მლანძღავს, აქედან მაგდებენ, ჩუმად ამოვიპარები-ხოლმე, აბა რა ვქნა, როგორ ვიარსებოთ? ერთადერთი ოცნება მაქვს ახლა: იქნებ მოხერხდეს რომ დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ დამასაქმოს ვინმემ. ამის მეტი არაფერი მინდა ახლა, რომ როგორმე ამ მათხოვრობას მოვეშვა და სამსახური მქონდეს".

    ქალბატონ გულნაზის ტელეფონის ნომერი ვთხოვე, თუმცა, მითხრა, რომ მისი ტელეფონი ქალიშვილს დალომბარდებული აქვს და ახლობლების ნომრები ჩაგვაწერინა: 558 795 928 - ეს ქალბატონი გულნაზის დის, მარინას ნომერია, ხოლო ეს 596 932 323 ქალიშვილის, ნინოსი.

    იქნებ, ვინმე დაინტერესდეს და ქალბატონი გულნაზი დაასაქმოს დასუფთავების სამსახურში. ასევე, კარგი იქნება თუ სხვა მხრივაც მოხერხდება მისთვის მხარში ამოდგომა, პირველ ეტაპზე მაინც, ვიდრე სამსახურს იშოვის. 
    გაავრცელეთ ეს ინფორმაცია!

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი