ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    როგორც აფთრები, ისე ელოდებიან “მეუფე ყანდურები” სიკვდილს პატრიარქისა

    რატომ ვერ აღდგა სამართლიანობა? _ აი კითხვა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში აწუხებდა ქართველი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თავს მოტყუებულ-გაბითურებულად თვლის, ანუ საზოგადოების უმრავლესობას.

    დიახ, არ შემშლია, აწუხებდა და, სამწუხაროდ, აღარ აწუხებს, რადგან “ქართულმა ოცნებამ” ქართველ კაცს ლუკმაპურის შოვნა გაუხადა საოცნებოდ. ჰოდა, ქართველმა საზოგადოებამაც ხელი ჩაიქნია _ ჯერ, როგორც არაერთხელ ახლო წარსულში, შარშანდელ არჩევნებშიც გაყიდა ხმები; შემდეგ, უკვე წელს, უდრტვინველად მიიღო 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგისა და შემოქმედის, გიგი უგულავას, საპატიმროდან გათავისუფლება და კიდევ უფრო მშვიდად მიიღებს რეჟიმის მთავარი ჯალათის, ვანომერაბიშვილის, გათავისუფლებასაც...
    სამართლიანობის აღდგენა არა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსანთა სისხლისსამართლებრივ დევნასა და წართმეული ქონების დაბრუნებას გულისხმობდა, არამედ იმ მაღალი თუ შედარებით დაბალი საეკლესიო იერარქების მხილებასაც, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდნენ, რაც ხდებოდა ქვეყანაში და კონკრეტულად _ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ან პილატესავით დუმდნენ, ან ოსანას უგალობდნენ ზნედაცემულ სააკაშვილს, რომლის უზარმაზარი ფოტო-ბანერებიც წმინდა ხატების გვერდით “ესვენათ” და მრევლს ნაცებისთვის ხმის მიცემას უქადაგებდნენ.
    თუ სამოქალაქო სამართლიანობის არაღდგენა პირადად ბიძინაივანიშვილის სინდისზეაეკლესიის მიერ თავის წიაღშიჩაბუდებულ ქვაბავაზაკთა არმხილების ცოდვას ერთი “ადრესი” არ აქვს.
    ჩვენს მკითხველს უსათუოდ ემახსოვრება, რომ ანაფორიანი ავაზაკების მხილება ქართულ მედიასივრცეში პირველმა “საქართველო და მსოფლიომ” გაბედა ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის ხანაში _ 2012 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა თქვენი მონა-მორჩილის წერილი სათაურით “მეუფე ყანდური”, რომელიც ფოთი-ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის (ერისკაცობაშიგურამ ბერბიჭაშვილი) უკეთურობას ეძღვნებოდა.
    მას შემდეგ “მეუფე ყანდური” ყველა ანაფორიანი ყაჩაღის სინონიმია.
    შარშან, ივნისში, მეუფე გრიგოლ-ყანდური კვლავ მოექცა ჩემი კალმის სამიზნეში, როდესაც გამოვაქვეყნე წერილი “ვნებანი ყანდურისანი”, ოღონდ არა “უკრაინაში დაკარგული სიყვარულისთვის”, არამედ ნეოლიბერალური გამოხდომის გამო _ მეუფე გრიგოლ-ყანდური სინოდის იმ წევრთა შორის აღმოჩნდარომლებიც ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქსდაუპირისპირდნენ და კუნძულ კრეტაზე მსოფლიო პატრიარქის (რომელსაც აშშ-ის ლიბერტარიანული ძალები აფინანსებენ დაშესაბამისადმართავენ კიდეც) _ ბართლომეოსის მიერ მოწვეულეკუმენისტურ კრებაზე საქართველოს დასწრებას ითხოვდა.
    წინამდებარე წერილის დაწერა კი განაპირობა ამა წლის 11 იანვარს “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ სათაურით “რუხი მიტროპოლიტი”. ეს ინტერვიუ ჩემმა კოლეგა ეკა ნასყიდაშვილმა სოფელ სალხინოს საკრებულოს წევრს, ბატონ გია ჯეჯელავას ჩამოართვა. ბატონი გია მრავალ უკეთურობაში ამხელს ჭყონდიდელ მეუფე პეტრე-ყანდურს.
    ამ ზაფხულს ჩემს დედულეთში, მარტვილში, გახლდით და იქ არა მხოლოდ ხსენებულ ინტერვიუში მოყვანილი ფაქტების შესახებ შევიტყვე, არამედ ბევრი სხვა რამეც... კერძოდ ის, რომ პეტრე-ყანდურის მთვრალ დისშვილს ვიღაც გაუტანია მანქანითმაგრამ ეს საქმე ყოვლისშემძლე ბიძას მიუჩუმათებია დამკვლელი არ დაუსჯიათ.
    თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ პეტრე-ყანდური იმლიბერალთა რიგებშიარომლებიცსამწუხაროდსინოდისუმრავლესობას შეადგენენ.
    გახსოვთალბათროგორ მიიღო ყანდურთა უმრავლესობითდაკომპლექტებულმა წმინდა სინოდმამიუხედავადპატრიარქის საპირისპირო პოზიციისაკანონირომლითაცსაქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიაუფლებრივად არა მხოლოდ ტრადიციულ კონფესიებს (იუდაიზმიკათოლიკებიისლამი), არამედ სატანისტურსექტებსაც (ბაპტისტებიიეღოვას მოწმეები და სხვ.) გაუთანაბრდა.
    აქედან გამომდინარე და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ აქედან, ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ _ ჩვენს საყვარელ, უფრო მეტიც, სათაყვანებელ პატრიარქს გაუჭირდა ეკლესიის მართვა...
    როგორც აფთრებიისე ელოდებიან “მეუფე ყანდურები” სიკვდილს პატრიარქისარომელიც ნაცებმა რამდენიმეჯერმოწამლესბუდარა და ბუდარიხა ხლისტებმა კი მრავალჯერშეურაცხყვესჩამოვთვლი მათვინც საკუთარ თავს პატრიარქისტახტზე ხედავენ:
    1. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი _ პატრიარქის ძმისშვილი და, მიუხედავად ამისა, ლიბერალი;
    2. ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი;
    3. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე;
    4. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი;
    5. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი კალისტრატე.
    ეს მიტროპოლიტები მეტ-ნაკლები ლიბერალები არიანპატრიარქის კვერთხის დაუფლების მეტ-ნაკლები შანსითმაგრამყოველგვარი მეტნაკლებობის გარეშეყველა მიშისტია!
    ყველა ბოლო წუთამდე ერთგულებდა სააკაშვილს და მისრეჟიმსამ ერთგულების მიზეზი კიმიამიტურად მეგონაივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში ახალი რუის-ურბნისისშიშია-მეთქირასაც ვწერდი კიდეც 2012 წლის სექტემბერში იმწერილშირომელშიც მეუფე გრიგოლი გავაყანდურე პირველადმაგრამრუის-ურბნისი კი არაჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზემწვანე შუქი აუნთო ბიძინამ პატრიარქის კრიტიკასრაც .არასამთავრობოებმა ქართული ეკლესიის განქიქებაშიგარდასახეს.
    რა თქმა უნდა, ასოებს ბევრი არ უსმენს, რადგან იციან, რომ მათ ჩვენი დედაეკლესიის კრიტიკა-განქიქებაში ფულს უხდიან, მაგრამ იმას რა ვუყოთ, ხშირად სიმართლეს რომ ლაპარაკობენ? მაგალითად, შავი ჯიპების ყბადაღებულ თემაზე...
    ქრისტესავით ვირით ვერ ივლიან 21- საუკუნეშიმაგრამნაცებმა მოისყიდეს თუ მრევლმა აჩუქათხომ შეიძლება ძვირადღირებული “ნავაროჩენი” ჯიპები გაყიდონრუსულიავტომობილი თუ “უტყდებათ”, იაპონური პატარა ჯიპებიშეიძინონ და დარჩენილი ფულით გაჭირვებულ მრევლსდაეხმარონ?!
    ან ნახეთროგორ რეზიდენციებშირა ფუფუნებაში ცხოვრობენმეუფე ყანდურები _ მიმიქარავს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსაპარტამენტები!
    თითქოს ძველი კომპრომატები საკმარისი არ იყო და ახალიც გამოამზეურეს ბორჯომ-ბაკურიანის მეუფე სერაფიმზე, რომელსაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში, ანუ პედოფილიაში ადანაშაულებენ. ეს ამბავი მრევლის უმრავლესობას არ სჯერა, მაგრამ მთავარი სხვა რამეა... რას ჰგავს მეუფე სერაფიმის შემცვლელი ქორეპიკოპოსის _ მეუფე თეოდორეს (ჭუაძე) ქადაგება, თავად განსაჯეთ:
    მთავარი ის არისრომ ჩვენ არ უნდა გავიშვიროთ თითივინმესკენ და არ უნდა ვთქვათრომ ამაში ვინმე იყო დამნაშავენუ დაიწყებთ იმის ჩიჩქნას და გამოძიებასეს რატომ მოხდაღვთის განგებულებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებითის თავისთავადგაცხადდება”...
    რა არის ეს, რას ჰქვია “ნუ დაიწყებთ ჩიჩქნას” და ღვთის რომელ განგებულებას ვერ ვწვდებით?
    ეს აი რა არის _ გაუნათლებელ მრევლს ჩააგონებენრომსაეროებისგან სასულიერო პირისმით უმეტესმაღალიიერარქების კრიტიკა ცოდვაარადგან მეუფეებზე სულიწმინდისმადლია გადმოსულიო.
    არადა, სჯულის კანონში წერია, რომ, თუ საერო პირმა იცის სასულიეროს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ და არ ამხელს მას, ისეთივე სასჯელით მიეზღვება, როგორიც არმხილებულ სასულიეროს უნდა მიზღვოდა.
    ამ ფონზე, საერთოდ, გაუგებარია საპატრიარქოს დუმილი.
    1917 წელს, როდესაც ავტოკეფალია აღვიდგინეთ, სინოდის პარალელურად შეიქმნა ე.წ. საკათალიკოსო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ დიდი ქართველი მამულიშვილები: სიმონ ჯანაშიაკორნელი კეკელიძეივანე ჯავახიშვილი და სხვა სასიქადულო პიროვნებები. ეს საბჭო წმინდა ამბროსი ხელაიას პატრიარქობის პერიოდშიც ფუნქციობდა, ანუ ერი ბერს ეკითხებოდა რჩევას, ბერი _ ერს და ასე მიიღებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამ ფორმულით მოვდივართ უხსოვარი დროიდან და ამითვე გადავრჩებით, თუ, საერთოდ, გვიწერია გადარჩენა.
    დასასრულ, მივმართავ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტს _ მეუფე იობს:
    ხომ ხედავთ, რა დღეშია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო?
    იღუპება ქრისტეს კუნძულიმოციქულთა სწორიწმინდა ნინოსმონათლული და მას აქეთ მრავალი ქართველი წმინდანისსისხლით გასხივოსნებულ-მადლმოსილი სამშობლო ჩვენი!
    ღმერთმა დიდი დღე მისცეს საქართველოს სიყვარულში დამაშვრალ უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს, რომლის შემცვლელადაც მხოლოდ თქვენ მიაჩნიხართ მართლმადიდებელ ქართველთა უმეტეს ნაწილს.
    მეუფეო, დაგვიძახეთ, ქუდზე კაცი გამოვალთ და გაგვიძეხით, რათა ყანდურთა ტყვეობიდან დავიხსნათ ჩვენი დედაეკლესია, ანუ სრულიად საქართველო!..
    დავით მხეიძე
    P.S. ძალიან კარგად მესმის, “რა შარში გავყავი თავი”, რა ძალებს “ვესროლე ხელთათმანი” ამ წერილით, მაგრამ ყანდურების რისხვისა არ მეშინია, რადგანაც, სხვამ თუ არავინ, უფალმა ხომ იცის, რასაც ვაკეთებ, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით...

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი