ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ლაშა ჟვანია: შორენა თეთრუაშვილზე რასაც ამბობენ, პირველად მესმის

    ლაშა ჟვანია: შორენა თეთრუაშვილზე რასაც ამბობენ, პირველად მესმის
    პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, როდესაც საჯარო პირს პირდაპირ ეთერში ბრალდებას უყენებენ, შესაბამისი მამტკიცებელი საბუთებიც უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი ჭორაობად ითვლება. ჟვანიამ აღნიშნული კომენტარი, მეუფე პეტრე ცაავას ბრალდებებზე გააკეთა, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.

    "ის, რაც შორენა თეთრუაშვილზე მოვისმინე გუშინ, მოვისმინე პირველად. მე ვისურვებდი რომ, როცა საჯარო პირზეა საუბარი, ყველაფერი იქვე დოკუმენტურად იყოს დამოწმებული, წინააღმდგე შემთხვევაში ეს ჭორაობაა.
    ამის პასუხისმგვებლობა თითოეულ ჩვენთაგანს აქვს. მე რომ ვთქვა ვინმეს გადაცდომაზე, იქვე დოკუმენტი უნდა მქონდეს. ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციის სისწორეს და ვერც უარვყოფ. ჩემთვის ეს არაა ცნობილი. მე პირველ რიგში ამ ინფორმაციის დამადასტურებელ მასალას მოვითხოვდი. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მე მოვითხოვდი დამადასტურებელ ინფორმაციას,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ "TV პირველთან".

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი