გპასუხობთ ყველას ერთად-უკვე იდეაფიქსად ქცეულ შეკითხვაზე! სად ვიყავი 7 ნოემბერს? - იმედში! სად ვიყავი სანრო გირგვლიანის მკვლელობის დროს? - იმ გადაცემაზე ვმუშაობდი ეს თემა პირველად სადაც გაშუქდა - "დროებაში"!
რატომ ვარ იქ სადაც ვარ? - იმიტომ რომ საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვის დახშობა! უფრო ხმამაღლაც მიყვირია - კურიერის ჩართვაში, 2007 წელს იმედის ეზოდან რომ მოვრბოდით, ზურგში რეზინის ტყვიები გვხვდებოდა და წინ მომწავლავი აირის ნისლი იდგა! კონკურენტმა, დაპირისპირებულმა არხმა მოგვცა ეთერი მაშინ, იმ "სამთავრობო" კურიერში ისმოდა ჩემი ყვირილი"!, - წერს მაია ასათიანი ფეისბუქზე.
"რუსთავი 2" - ის მხარდამჭერ აქციაზე მაია ასათიანის გამოსვლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
წყარო