ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სკანდალი: მამა გიორგი მამალაძეს ციანიდის შოვნა უკრაინაში მცხოვრები ოქრომჭედლისთვის თხოვეს!


    მამა გიორგი მამალაძეს ციანიდის შოვნა უკრაინაში მცხოვრები ოქრომჭედლისთვის თხოვეს
    მამა გიორგი მამალაძე წამოეგო პროვოკაციას, მან იცოდა ციანიდის მნიშვნელობა, როგორც ოქრომჭედლობაში გამოსაყენებელი ნივთისა, - განაცხადა ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ “იმედის დროში”: “მე გამიმტკიცდა ჩემი ვარაუდი, რომ ეს არის ამ ქალის (შორენა თეთრუაშვილის. რედ.) თემა, მისი ინტრიგები და არ გამოვრიცხავ, რომ თვით მამა გიორგი წამოეგო მის პროვოკაციას თავისი გამოუცდელობით.  რადგან ამდენად დაზაფრულია მოსახლეობა, მე ვიტყვი იმას, რასაც ვთვლი აუცილებლად სათქმელად, რომ მამა გიორგის, ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე თხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც ოქროს გადამუშავებაში გამოიყენება. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც საყდრისში მუშაობს და ასევე ოქროსთან აქვს შეხება. აქედან იწყება მამა გიორგისთან ჩართულობა მსტოვრისა. და იწყება მომზადება თემისა, რომ თითქოს ეს ციანიდი საჭიროა მკვლელობოს მომზადებისთვის. ეს არის აბსოლუტური ინტრიგა და სცენარი, რომელიც თვით ჰოლივუდის რეჟისორებასც კი შეშურდებოდათ. მე გამიჩნდა ასეთი აზრი: უახლოეს მომავალში ვაპირებ საქართველოში ცნობილ დრამატურგებთან შეხვედრას  და აუცილებლად უნდა დაიწეროს სცენარი, რომელიც ბევრად აჯობებს აგვისტოს მოვლენებზე გადაღებულ ფილმს და გოგა ხაინდრავას მიერ მომზდებულ ფილმს, რომელზეც ასევე დიდი რესურსი დაიხარჯა. “- აცხადებს მეუფე პეტრე ცაავა.


    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი