ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის შესახებ, კერძოდ კი გადაცემა „P.S."-ის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
„ეხერხება „რუსთავი 2"-ს პროპაგანდისტული დრამატურგია, თავის მუსიკით, ფონით, შენელებული და ახლო კადრებით... კვანძის შექმნა, დრამატურგიული განვითარება, პიკზე მისვლა და ნონ ფინიტო - დაუსრულებლობის თემა...
ეხერხება და რაც გინდა თქვით...
რაც შეეხება სიუჟეტის პროპაგანდისტული განვითარების მოდელს, კლასიკური სასერიალო დრამატურგიაა - პაუზები, კადრი, კადრის გაშეშება, ახლო ხედი, მელოდია, დამძიმება, ექსპრესია, შიდა კვანძები, დასასრულში კი შემდეგ სერიაზე გარდამავალი ინტრიგა.
ცხადია, თავიდან ბოლომდე დღევანდელი პიეს სიუჟეტი დადგმული და პროპაგანდისტული იყო.
ჩემთვის კი მთავარი კვანძის გახსნა პატრიარქის დღევანდელი ფრაზაა: "სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვისაც ვზრუნავთ", ეს კი ოჯახია, ოჯახი და ოჯახი პირველ რიგში", - წერს გამზარდია.