„ხომ არ ფიქრობთ რომ აჩქარდით, ნამდვილად არასასიამოვნო და არადამაჯერებელი განცხადებები გააკეთეთ და სად? რუსთავი 2-ის ეთერში. ტელევიზია, რომელიც ..(რუსთავი 2-ის ლანძღვა) ... შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ინგრევა და სიდონიას არ მოსწონს ხელისუფალნი, აუცილებლად გინახულებთ და ამიხსნით ყველაფერს რა, რატომ? დღეს ეკლესიაში ყველა თქვენზე საუბრობდა, რომ არ უნდა განსაჯო და, პირიქით, რომ ვაი უბედურო საქართველო საით მიდიხარ. პატრიარქის სიყვარულის გამო, რომ დღესვე ვერ მოგინახულებთ, ტელეფონზე მიპასუხებთ იმედია ახლო მომავალში,“ - წერია დედა სიდონიას მიერ მიღებულ წერილში.
დედა სიდონია აპირებს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.
დედა სიდონიას თქმით, მან ემოციური განცხადებები დეკანოზ გიორგი მამალაძის გაურკვეველ ვითარებაში დაკავების გამო გააკეთა.
"რომ არა მამა გიორგის გაურკველ გარემოებაში დაკავება, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, მე საერთოდ მსგავს განცხადებას არ გავაკეთებდი. ვინაიდან ეკლესიის პრობლემებში სამართალდამცველები არიან ჩარეულნი, მივმართავ სამართალდამცველებს ჩემი დაცვის გარანტიისთვის”, - განაცხადა დედა სიდონიამ.