ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სად გაუჩინარდა სოფოს დაკრძალვის წინადღეს სოფოს მამა - რუსთაველზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

    სად გაუჩინარდა სოფოს დაკრძალვის წინადღეს სოფოს მამა - რუსთაველზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

    24 იანვარს, 23 საათსა და 30 წუთზე, თბილისის მთავარი პროსპექტი შემზარავი შემთხვევის მოწმე გახდა - სამი მანქანის შეჯახების დროს 26 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა, ოთხი კაცი კი დაშავდა. სოფო ბერიძე "ოპელის" მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა, რომელსაც ჩაჯდომიდან ერთ წუთში ჯიპი შეეჯახა.დათო, სოფო ბერიძის ოჯახის ახლობელი: - სოფოს დაკრძალვის წინადღეს სოფოს მამა გიორგი გაუჩინარდა და დღემდე არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი. კაცი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. სოფოს ოჯახში ენით აუწერელი უბედურება ტრიალებს. ეს არ კმაროდა, რომ ჭორი გაავრცელეს, ოჯახი ავარიაში დამნაშავეს გაურიგდა და ფული აიღოო. ეს ოჯახი შვილის ხსოვნას ფულზე არ გაყიდის. 
    "კვირის პალიტრა" დაღუპული სოფო ბერიძის დედას დაუკავშირდა.

    შორენა მუშკუდიანი:
     - როცა საუბარი და მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, ავარიაში დამნაშავის ოჯახი სოფოს მშობლებს გაურიგდაო, ისედაც გაუბედურებული, ამან საერთოდ გამაგიჟა. სამძიმარზე ორჯერ იყვნენ იმ ოჯახის წევრები მოსულები, მათ სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ ჩემთვის, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს და არ უნდა მოესამძიმრებინათ? ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!.. ჩემს ტკივილს აწი არაფერი შეამსუბუქებს. როდესაც გავიგე, რომ თითქოს დამნაშავეს ხელს აფარებენ, ეს ვერ ავიტანე. როგორ, კანონი არ უნდა არსებობდეს და გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს იმაზე, დაიჭერენ თუ არა შვილის სიკვდილში დამნაშავეს? დამნაშავეს შვილმკვდარ დედაზე მეტად გამოძიების და სასამართლოსი უნდა ეშინოდეს, რომელთა ობიექტურობის იმედი ჯერ კიდევ შემრჩენია. არავინ მძულს, არავის ვწყევლი, არც ერთი ადამიანის გამწარებას არ ვთხოვ უფალს. ღმერთმა ყველას შვილი დაიცვას განსაცდელისგან. დაე, მე ვიყო ბოლო დედა, ვინც შვილი მიწას მიაბარა.“, - განაცხადა შორენა მუშკუდიანმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი