ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასწრაფოდ გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს!

    გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს
    რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“- ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ზეწოლის თაობაზე გაკეთებული განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ქონების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის გადაფარვა სცადა. საუბარია სტატიაზე სათაურით – „როგორ აღმოჩნდა მამუკა ახვლედიანის ხელში 6 მილიონ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება? – მომგებიანი ბიზნესი და ოფშორული კომპანიები“ როგორც ხაიდნრავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერში, რომელიც გასულ წელს გავრცელდა და რომელშიც საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი, სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხა იყო დასახელებული. რამ გაამწარა ნიკა გვარამია? ყველას გვახსოვს ჩვენ მისი საუბარი მამუკა ახვლედიანთან, ორივე მათგანმა დაადასტურა ამ საუბრის ავთენტურობა, მეტსაც გეტყვით, როცა ეს ყველაფერი გაცხადდა, ახვლედიანი დაემუქრა გვარამიას, რომ აღძრავდა საქმეს, ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა. იქ ფიგურირებდა თანხა – 6 მილიონი. ეს არც ჩემი ნათქვამია, არც თქვენი – ეს მათი საუბრის თემა იყო. გუშინ, გუშინწინ და დღეს ეს გაცხადდა და აღმოჩნდა, რომ ბატონ მამუკა ახვლედიანს ამ თანხის ქონება ჰქონია შეძენილი – სულ ახლახანს -2016 წლის დეკემბერში, ნაწილი საქართველოში, ნაწილი ოფშორულ ზონაში და ეს დადასტურდა არა ვიღაცის ლაპარაკით, არამედ დოკუმენტებით, რომლებიც ამოღებული იქნა საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტებით დასტურდება, რომ ქონება გადაფორმებული აქვს ცოლზე, შვილზე, სიძეზე, თავის ნაწილი კი ოფშორში. ეს არის მარტივი სქემა. ნათლად ჩანს, რომ რაზეც იქ საუბრობდნენ, ეს შედგა. დღევანდელმა ფაქტმა პირდაპირ დაადასტურა, რა აეწვა გვარამიას. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლის ქმედებებიც არის დასჯადი“, -განაცხადა ხაინდრავამ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი