ექიმი ქეთი ლობჟანიძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„გუშინ ტელეფონზე საუბრისას დიდი პატივისცემა გამიჩნდა მაია ასათიანისადმი. რომ მკითხა, როდიდან შეიძლება აღარ ვიყო ისტერიკაშიო, გული შემეკუმშა.
საღამოს მე და გოჩამ, ჩვენმა დესპანმა ვილაპარაკეთ დიდხანს, გაოგნებული იყო ნუცას მშობლებით, ეს რა ადამიანები ყოფილანო.
დირექტორი და ბავშვები მისულან საავადმყოფოში. ის ფრანგი ქალიც გაუგიჟებიათ, აუტირებიათ…
აქ ვიღაც ურჩხულები საშინელებებს წერენ, ღვთის რისხვას ახსენებენ და ვერც კი ხვდებიან, თავად ეშმაკის მოციქულები რომ არიან.
იმის თქმა მინდა, გადაცემა შეიძლება მოგვწონდეს ან არა, გემოვნების საკითხია, მაგრამ ადამიანზე პიროვნული შეხება ბარბაროსობაა და უნდა გვრცხვენოდეს ყველას!
არ ვიცით, ხვალ იმ ადამიანს რა ელოდება, ან ჩვენ ამდენი განკითხვით…
მორჩა, ეს ბოლოა, ისევ გავედი!..“- წერს ქეთი ლობჟანიძე.
წყარო