ამის შესახებ “პრაიმტაიმს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
სამგორის რაიონში სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ისმოდა სროლის ხმა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სპეცრაზმის სამსახური, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.
როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, სავარაუდოდ, დაკავებულია ოთხი ადამიანი.
როგორც საზოგადოებრივისთვის გახდა ცნობილი, სავარაუდოდ, რამდენიმე პირმა გაიტაცა ავტომაქანა, რომლის მძღოლიც ამ ავტომანქანაში იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ავტომობილის მძღოლს ადგილზე სამედიცინო დახმარებას უწევენ.