ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება გალაკტიონთან დაკავშირებით ,,ბლეფია”

    დღეს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება გავრცელა, სადაც მინისტრის გალაკტიონის შემოქმედებაზე საუბრობს.
    ინფორმაციის პირველწყაროს ცნობით, ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს: ,,მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას – „მთვარე, რომელიც მთაწმინდიდან დავინახე“. ეს საკითხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია”.
    აღნიშნული ნიუსი ბევრმა სააგენტომ წარმატებით გაავრცელა, თუმცა არავინ დაინტერესებულა გადაემოწმებინა განცხადების ნამდვილობა და მინიმუმ, დაკვირვებოდა გვერდს, სადაც პირველად დაიწერა დღის სკანდალური ნიუსი.
    ნიუსი  გაავრცელა საიტმა სახელწოდებით bstv.ge. საიტი ცნობილია იუმორისტული ნიუსებითა და მოკლედ რომ ვთქვათ ,,ბლეფ” ამბებით. სწორედ ,,ბლეფ-ნიუსის” კატეგორიაში გამოქვეყნდა ნიუსი სახელწოდებით ,,ჯეჯელავა:- გალაკტიონი არაკომპეტენტური იყო, მან ზუსტად იცოდა რომ მთვარე მთაწმინდისაა?”.
    შესაბამისად, ჩვენს მკითხველს ვეტყვით, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას მსგავსი განცხადება არსად არ გაუკეთებია და ამას  განათლების სამინისტროს პრესსამსახურშიც გვიდასტურებენ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი