ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "სამწუხაროდ, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსთან და გარკვეულ სასულიერო პირებთან, შეკითხვები საზოგადოებაში მართლაც ბევრია"-არჩილ გამზარდია

    "სამწუხაროდ, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსთან და გარკვეულ სასულიერო პირებთან, შეკითხვები საზოგადოებაში მართლაც ბევრია"-არჩილ გამზარდია
    არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდძე წერს:

    რაკიღა გარკვეული ინფორმაცია დასტურდება უკვე ოფიციალურ მედიასაშუალებებშიც პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მე იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო უწყებები ჯეროვნად მოეკიდებიან საქმეს, ისე, როგორც ბოლო დღეები. სამწუხაროდ, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსთან და გარკვეულ სასულიერო პირებთან, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირებთან მიმართებაში შეკითხვები საზოგადოებაში მართლაც ბევრია; ცხადია, რომ შეკითხვა თავისთავად ბრალდებას არ ნიშნავს, თუმცა, ზოგადი ანალიზიც კი საკმარისია საიმისოდ, რომ ამ შეკითხვების ლეგიტიმურობა არაერთგზის დაზუსტდეს.

    ჩემი აზრით, არსებობს საკმარისზე მეტი ინფორმაცია და არგუმენტი საიმისოდ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეს შეკითხვები დასვან პატრიარქის დაცვის სამსახურის მართვასთან და ზოგიერთი სასულიერო პირის ქცევის მოტივაციასთან დაკავშირებით.

    ჩემი აზრით, ეს დღეები ხელისუფლებამ, უსაფრთხოების სამსახურებმა იმუშავეს საკმაოდ კარგად, თუმცა, საშიშროების ერთჯერადი აცილება თავისთავად საკმარისი არაა საიმისოდ, რომ მშვიდად მივუდგეთ თემას, ამჯერად ბევრად მეტი სამუშაო არის განსახორციელებელი სამომავლო პრევენციებთან დაკავშირებით.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.g

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი