ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, ივანიშვილისთვის გაადვილდებოდა სასურველი საეკლესიო მმართველის არჩევა

    Image result for ივანიშვილი პატრიარქი~შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
    _ დღევანდელ აჟიოტაჟზე ნათლად გამახსენდა ჩემი შეხვედრა უწმინდესთან 2008 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც დავბრუნდი ვენიდან, გულზე ყოფნა-არყოფნის ოპერაციის შემდეგ. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების მთელ სადამსჯელო-რეპრესიულ აპარატს აფინანსებს და პრაქტიკულად ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ოპოზიციის დარბევას, დაჭერას, წამებას და სხვა უკეთურებებს აუცილებელი წესით უთანხმებენ ივანიშვილს და ისიც, კარგი მუშაობისთვის უშურველად გასცემს თავისივე ბანკიდან პრემიებს სპეცრაზმელებზე. ეს ის დროა, როდესაც მე სამშობლოს მოღალატეობისთვის ბრალწაყენებულსა და ძებნაში გამოცხადებულს, დამატებით მეძებს ივანიშვილი და ვანოს ურეკავს, თუ რატომ არ მიჭერენ ოპერატიულად (ეს მისივე ინტერვიუდან). ესაა საბედისწერო ჟამი, როდესაც სააკაშვილი ივანიშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, მეორედ გახდა პრეზიდენტი. ჰოდა, ამ ფონზე, ყველასთვის არანაკლებ სასწაულად იქნა აღქმული, ჩემთვის მანამდე სრულიად ჯანმრთელ გულზე ოპერაცია. როდესაც ხსენებულ შეხვედრაზე, პატრიარქს მოვუყევი ავსტრიის მთავარი კარდიოქირურგის, ერნსტ ვოლნერის დასკვნა, რომ ასეთი სიმპტომი ემართებოდა ამერიკელ მფრინავებს, ვიეტნამში ომის დროს 18 ათასი მეტრის სიმაღლეზე ან იგივე, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად იყო შესაძლებელი და დავამატე, რომ მე მფრინავი არ ვყოფილვარ, უწმინდესს გულისტკივილით აღმოხდა სიტყვები: „ამათ ჩემი მოწამვლაც უნდოდათ“ . გაითვალისწინეთ რომ იმ დროსაც „ამათში“ ორგანულ ნაწილად იგულისხმებოდა ივანიშვილი.

    ალბათ საზოგადოების უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ეს რეჟიმი წინა ხელისუფლების გაგრძელებაა ყველაფერში და მათ შორის, დევნა-რეპრესიებში, პროვოკაციებსა და მოსმენებში, სპეცსამსახურთა თავაშვებულ ქმედებებში. ჩემი აზრით, ეს პროვოკაცია- დანაშაული მომზადებულია ივანიშვილის პირადი დავალებით, მისივე სპეცსამსახურების ქსელში ისე, რომ მონაწილე პირები შეიძლება წარმოადგენდნენ დანაშულის იარაღს და აზრზეც არ იყვნენ, რას სჩადიოდნენ. ხელისუფლებისთვის კი მოვლენათა ნებისმიერი განვითარება იყო წაუგებელი:

    1. ამ სკანდალით ხდება ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისის და წინა სარევოლუციური ფონის გადაფარვა.
    2. დარტყმა ადგება ეკლესიის შეუვალ ავტორიტეტს, რაც ივანიშვილს ყოველთვის აღიზიანებდა.
    3. სრულიად ადვილდებოდა პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში (ღმერთმა დაიფაროს და თუნდაც ოპერაციის შედეგად) ივანიშვილისთვის სასურველი საეკლესიო წინამძღოლის არჩევა რაც მესამე არჩვნების მოსაგებად გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი