ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    “ბიჭებო მე თქვენ გატყუებდით” – როგორია მალიბუს სექსუალური ორიენტაცია

    მალიბუ ტუღუში მაყურებელმა X ფაქტორიდან გაიცნო. მალიბუ დღემდე აგრძელებს აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას. გარდა ამისა, უცხოეთიდანას გარკვეული შემოთავაზებები აქვს.
    ​გოგო ჯერჯერობით არ მომწონებია, მაგრამ თუ მომეწონება პირდაპირ ვიტყვი – ამის შესახებ მალიბუ ტუღუშმა ჟურნალ “თბილისელებს” განუცხადა. გთავაზობთ ამონარიდს:
    “მე მომწონს ბიჭები. გუშინ რომ გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ დამირეკავდი. ასევე, არ ვიცი, ის რომ ხვალ შეიძლება გავიდე და მანქანამ დამარტყას. ამიტომაც, ვამბობ, არ ვიცი ერთ დღეს რომ გავიღვიძებ ქალთან ვიქნები თუ არა. მე შემიძლია ვაკონტროლო  ვინ შემიყვარდება?თუნდაც, მამაკაცის შემთხვევაში. რომ შეგეძლოს იმის გაკონტროლება, ვინ შეგიყვარდეს და ვინ არა, მაშინ დღეს საქართველოს 90% ბედნიერი იქნებოდა და სახლში არ იჯდებოდა, იმიტომ, რომ მამაკაც ასე სურს. დღეს ნამდვილად ბიჭები მომწონს და ადამიანთა ბრბომ მიიღო ისე, რომ ლესბოსელი ვარ, ეს დიდი აბსურდია. ჩემი ყოფილი ბოიფრენდები, რომ ამას რომ გაიგებდნენ, ბევრს იცინებდნენ.გამოდის ისე, რომ მე მათ ვატყუებდი. იცით, ბიჭებო მე თქვენ გატყუებდით. ერთადერთი რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ის არის, რომ ყოველთვის დავიცავ სექსუალურ უმცირესობებს, რადგან ეს ჩემთვის ყველაფრის გარეშეა მისაღები. მე გეისა და ნატურალისგან არ გავრჩევ, რადგან ისინი ერთნაირები არიან და საბოლოოდ, ყველა ჩონჩხი ვართ. მე როგორც ბიჭი მიყვარს, ისი უყვარს ვიღაც გოგოს გოგო, რა განსხვავებაა ამაში. სიყვარული ერთადერთია. მთავარია ერთმანეთი არ შეაწუხონ და რა ხდება ჩემს პირადში, ეს არავის გასარჩევი არ არის”- ამბობს მალიბუ.
    მომღერალმა ასევე, გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრა.
    “მამაკაცი არ მჭირდება იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიო და პიროვნულად ჩამომაყალიბოს. მამაკაცი ამას ვერ შეძლებს, რადგან ყველანი ქალის შექმნილები ვართ. რომ არა ქალი, კაციც არ იქნებოდა. ძალიან მომეწონა, რომ ამერიკაში ჰილარი კლინტონი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და ბედნიერი ვიქნები, თუ საქართველოში ქალს ისე დააფასებენ, როგორც ეკუთვნის. ბოლოს და ბოლოს, დედაა. ბოლო პერიოდში ბევრი ესმის, მაგრამ ვერ მოვიშორეთ “ღრუზინი” კაცები: მე ვარ კაცი. თუ შენ ხარ კაცი და მამაკაცი, მაშინ შვილსაც შენ მოუარე, საჭმელიც შენ გააკეთე, ყველაფერი, ქალი დაჯდება და დაისვენებს. მაშინ თქვი, რომ მამაკაცი ხარ და არა მაშინ, როცა ქალი მთელი დღე რაღაცას აკეთებს და შენ ღიპიანი, ზიხარ და ლუდს სვამ. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ორივეს ჰქონდეს თანაბარი უფლებები. ქალი, კაცი – რა მნიშვნელობა აქვს, ყველანი ერთნი ვართ” – ამბობს მალიბუ ტუღუში.
    წყარო: თბილისელები

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი