მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული თანხის ახალ გარემოებებზე ისაუბრეს დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი თქმით ეკონომიკის სამინისტრომ სანდრო ეულის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გამოიტანა მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ნაკვეთის გვერდით მდებარეობს. აუქციონზე ახალი ნაკვეთი ორ მილიონ ლარად იქნა შეფასებული. ოპოზიციის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტაციით მტკიცდება, რომ ნატა ნაზღაიძემ იმაზე მეტი ქონება მიიღო, ვიდრე ის იყო ნათქვამი. „ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა აუქციონი, ბევრად ნაკლები კვადრატული მეტრის მიწაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საწყისი ღირებულებით შეფასებული აქვს 2 მილიონ 400 ათას ლარად. ამ მიწის ფართობი არის დაახლოებით 4 500 კვ.მ. დაახლოებით 500 კვ.მ-ით ნაკლები ნაზღაიძისთვის გადაცემულ ნაკვეთთან შედარებით“, - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.
წყარო