როგორც astrologi.ge წერს, იხსნება ე.წ. “ენერგეტიკული კორიდორი”, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას წარმოუდგენელ ჩანაფიქრს შეასხან ფრთები ყველა იმ სფეროში, რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშნის თემატიკას შეესაბამება. ეს არის სასიყვარულო სფერო, პროფესიული, თუ საზოგადოებაში საკუთარი იმიჯის დამკვიდრება-გამყარების საკითხები, ბავშვებთან დაკავშირებული თემატიკა, შემოქმედებითი საქმიანობა, გრანდიოზული და მასშტაბური პროექტები და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ დაბნელება არის ნაწილობრივი, თანაც ლომის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკმაოდ კარგი გავლენა ექნება ადამიანთა ცხოვრებაზე. ლომი გამორჩეულად თეატრალური ნიშანია – ამიტომ გახსოვდეთ, რომ ეს დაბნელება ნებისმიერ თქვენგანს გაძლევთ შანსს დადგათ თქვენი “სპექტაკლი”, მოირგოთ ის როლი, რომელიც დიდი ხანია გინდათ და ცხოვრებაში ყველაზე თამამი, ამბიციური პროექტების განხორციელებას შეეჭიდოთ.
დაფიქრდით, როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი იმიჯი საზოგადოებაში? როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები? მარტო თუ ხართ ჩამოყალიბდით, როგორ ადამიანს ეძებთ და ელით? თამამად ჩაიფიქრეთ ამ დღეს სურვილები, დაბნელებები ხსნის თავისებურ “ენერგეტიკულ” კორიდორს, რომლის დროსაც კოსმოსი უზომოდ დიდ ენერგეტიკას გვანიჭებს, ამიტომ ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან რეზონანსული და მნიშვნელოვანი მოვლენების ჯაჭვით გაგრძელდება თქვენს ცხოვრებაში. მთავარია, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, თქვენი სურვილები უნდა იყოს სამართლიანი, არ უნდა ეფუძნებოდეს აგრესიას, ან შურს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს დღეები ლომის, მორიელის, მერწყულისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
ამ ხალხს მოეთხოვება აკონტროლოს ემოციები, გამოიყენოს დიპლომატია დასახული მიზნების განხორციელებისას და არავითარ შემთხვევაში არ შევიდეს კონფლიქტში მით უმეტეს, ზემდგომებთან. გახსოვდეთ, რომ დაბნელებისას წამოწყებული ნებისმიერი კონფლიქტი, შესაძლოა ფატალური შედეგებით დასრულდეს თავად აგრესორისთვის.
სიმშვიდესა და ოცნებების ასრულებას გისურვებთ ყველას!