ჟურნალისტი ელისო კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ანტრიკოტ"-ახლა მომისმინე ყურადღებით და დაიმახსოვრე : კანონსაწინააღმდეგო არასოდეს არაფერი ჩამიდენია და არც ჩავიდენ. არც აბები მქონდა ჩანთაში ,არც არადეკლალირებული თანხა ,არც ციანიდი და არც იარაღი. გაჩალიჩებით კი ორი წელია მიჩალიჩებ და არაფერი გამოგდის,იმიტომ რომ შენზე ჭკვიანი ვარ ! მე შენი არ მეშინია და დაიმახსოვრე-სანამ ცოცხალი ვარ ყველა შენს ბინძურ ზრახვას და გეგმას ვამხელ !!!"მატროსოვზე"დაამთავრებ !!!! შენ ხარ ყასაბი და იცი რატომ ?! აეროპორტის იმ თანამშრომლების გამო ,ჩემი ხელბარგის ჩხრეკისას თვალებს რომ ვერ მისწორებდნენ და ხელები უკანკალებდათ. სუსის იმ თანამშრომლის გამო,რომელიც მაგიდასთან იჯდა და ნერვიულობისგან სიგარეტს ვერ მოუკიდა. იმ პოლიციელების გამო გასასვლელში რომ მელოდებოდნენ დასაკავებლად. ვიცოდი რაზე შეგეძლო წასვლა და იმიტომაც გადავყარე წამოსვლისას ის წამლები,რომლებიც აქედან სხვათა შორის, უპრობლემოდ წავიღე ! დაიმახსოვრე-მაინც ამოგთხრი !!!!! p.s.დაჯექი ახლა და შენი ბინძური თანამშრომელი ჩემს ბავშვებზე აჭორავე.მეტი რა იცი-ყელამდე წუმპეში ხარ !!!!!" - წერს კილაძე.