ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ოხანაშვილი კი არა ჯარი რომ წამოსულიყო, იმას ამოვთხრიდი თვალებს- მამა ლევან ფირცხალაიშვილი მიქაელ ბოტკოველის გადაწყვეტილებაზე

    მამა ლევან ფირცხალაიშვილი აცხადებს, რომ მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის ლოცვა კურთხევით დანიშნული მდივანია და სანამ ცოცხალია იქ უნდა ყოფილიყო, სანამ პატრიარქი არ გადააყენებდა.
    როგორც მან გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა,  ისიც იყო პატრიარქის მდივანი და არსად არ გაქცეულა.
    “ღმერთმა უშველოს, შეიძლება ნერვებმა უღალატა და სიმძიმეში ჩავარდა თორემ, როგორ? მეც ვიყავი მდივანი და სად გავიქცეოდი იქიდან. ოხანაშვილი კი არა ჯარი რომ წამოსულიყო, იმას ამოვთხრიდი თვალებს. მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას? მეც ვიყავი პატრიარქის მდივანი და მისი კურთხევის გარეშე როგორ გადავდგებოდი, ეს ხომ ჩემი მხრიდან პატრიარქის შეურაცხყოფა იქნებოდა, დოუმორჩილებლობა იქნებოდა. ოხანაშვილი კი არა, თუ გინდა 15 ოხანაშვილი დამსხმოდა თავს”,-განაცხადა მამა ლევან ფირცხალაიშვილმა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი