“სტალინმა კრემლში დაიბარა და სთხოვა, დაემტკიცებინა თავისი არაჩვეულებრივი ნიჭი, გურჯიევი წავიდა და ბანკიდან 100 ათასი მანეთი გამოიტანა, ისე, რომ ბანკში ანგარიშზე თანხა არც ჰქონია – მან მოლარე დააჰიპნოზა და ჩეკი ისე გამოაწერინა”…
მარიტა დამენია
(გაგრძელება, დასაწყისი იხ.N46(4)
„თქვენ თვითონ სცადეთ; შეგიძლიათ, მართოთ თქვენი ემოციები? – არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მათი დათრგუნვა, ან ერთი ემოცია მეორეთი შეავიწროოთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მათი მართვა. პირიქით, ემოციები გმართავენ თქვენ. შესაძლებელია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ მოვა დრო, როცა ჩანაფიქრი უნდა განახორციელოთ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ სრულებით საწინააღმდეგოს სჩადიხართ“ – გიორგი გურჯიევი.

დიდი მონღოლის მფრინავი ხალიჩა
გურჯიევმა ბოლშევიკებისგან თავის დასაღწევად ყველაზე მოკლე გზას მიმართა და ბათუმიდან სტამბულში გადავიდა. იცოდა, სხვადასხვა მიზეზით, ბოლშევიკები მის დევნას არ შეწყვეტდნენ, გურჯიევი ჭკვიანი ადამიანი იყო. კომუნისტებს კი მისნაირები სძულდათ. ასევე, ცნობილია, რომ გურჯიევმა თბილისში დაბრუნების შემდეგ შეიტყო, რომ მამამისი – ივანე გურჯიევი მოკლეს, ხოლო დედა და და ტიფით გარდაიცვალნენ. ამას „კაგებეს“ მიერ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეც დაერთო და გურჯიევმა სტამბულს მიაშურა, არსებობს გადმოცემა, რომ მას საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. ამ კოლექციაში ონელი ებრაელის, ვინმე მოშე შიმშილაშვილის „მფრინავი ხალიჩაც“ იყო. ამ ხალიჩას დიდი მონღოლის მფრინავ ხალიჩას ეძახდნენ. ამბობენ, რომ ამ გზით საზღვარზე მან რაღაც უფრო მნიშვნელოვანი გადაიტანა.
რა? კაცმა არ იცის. 1922 წლიდან ის პარიზთან ახლოს ფონტებლოში დასახლდა, აქ მას საუკეთესო პირობები ჰქონდა მუშაობისთვის და ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტიც ააღორძინა, შემდეგ კი მსგავსი ინსტიტუტები ამერიკაში, ინგლისსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიხსნა. საერთოდ, გურჯიევს უდიდესი ზემოქმედების მოხდენა შეეძლო ადამიანებზე. ის, ფაქტობრივად, აჰიპნოზებდა მათ და აიძულებდა, მისი ნების მიხედვით ემოქმედათ. გადმოცემის თანახმად, ერთხელ ის კრემლში დაიბარეს და სტალინმა სთხოვა, დაემტკიცებინა თავისი არაჩვეულებრივი ნიჭი.
გურჯიევი წავიდა და ბანკიდან 100 ათასი მანეთი გამოიტანა. ისე, რომ ბანკში ანგარიშზე თანხა არც ჰქონია. მან მოლარე დააჰიპნოზა და ჩეკი ისე გამოაწერინა.
იდუმალი ავტოავარაია
ბევრი ამტკიცებს, რომ გურჯიევს დიდი გავლენა ჰქონდა ჰიტლერზეც, ბევრი მას მესამე რაიხის იდეოლოგიურ მამად მიიჩნევს. მან საფრანგეთში ცხოვრებისას გამოსცა წიგნი, სადაც სათაურის ინიციალებში იშიფრებოდა ლენინი, ტროცკი და კიდევ მესამე, რომლის ვინაობაც გაურკვეველი დარჩა. თუმცა ცნობილია, როცა სტალინმა ეს წიგნი წაიკითხა, ისე გაცოფდა, რამდენიმე დღე ხმას არ იღებდა, თუმცა დღესაც ბევრი ცდილობს, გაარკვიოს, რამ გააცოფა ასე რკინის ბელადი.
საფრანგეთში გურჯიევი ძალიან პოპულარული იყო, ფაშისტები მას არ შეხებიან. ის მართლა სახალხოდ ქადაგებდა და ასწავლიდა ხალხს თავის დადგმულ ცეკვებს, ხშირად ჩადიოდა ამერიკაში ჯგუფთან ერთად. მას ჰქონდა ერთი ვარჯიში, რომელსაც „სტოპ“-ს უწოდებდა. როცა ამ სიტყვას დაიძახებდა, მისი მოწაფეები იმავე პოზაში უნდა გაშეშებულიყვნენ, რა მდგომარეობაშიც იმწამს იმყოფებოდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ უკანასკნელი ენერგია არ გამოეცლებოდათ და დაცემას არ დაიწყებდნენ. გურჯიევს ძალიან უყვარდა სისწრაფე და 1942 წელს საშინელ ავტოავარიაში მოხვდა. ფიქრობენ, რომ ამ ავარიაში რაღაც ზებუნებრივი ძალებიც მონაწილეობდნენ.

ამის შემდეგ გურჯიევი ძალიან შეიცვალა, თავის თავში ჩაიკეტა და წიგნების წერა დაიწყო. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ეზოთერული და ბიოგრაფიული ნაშრომი „ყველა და ყველაფერი“ და „შეხვედრა ბრწყინვალე ადამიანებთან“.
შამბალა, რუდოლფ ჰესი და გიორგი გურჯიევი
იმ პერიოდში ტიბეტში მოხვედრა ფანტასტიკის სფეროდან იყო, თუმცა არა გურჯიევისთვის. გურჯიევი იქ რამდენიმეჯერ შეხვდა რუდოლფ ჰესს, ჰიტლერის მოადგილეს. ეს ადამიანი ცნობილი იყო საკუთარი სისასტიკით, ფაშისტური მისწრაფებებით. წარმოიდგინეთ, სწორედ მან შექმნა საკონცენტრაციო ბანაკების პირველი მოდელი და სისრულეშიც მანვე მოიყვანა აუშვიცში.
ისე საშინლად ექცეოდა პატიმრებს, ბავშვებს ბანაკში მიყვანისთანავე ხოცავდა, ტოვებდა მხოლოდ ჯანმრთელ მამაკაცებს, რომლებსაც ძალის გამოცლისთანავე ცხელი კერძის საჭმელად წაიყვანდნენ, გამოკვებავდნენ, შემდეგ „აბანოში“ მიჰყავდათ, სადაც სინამდვილეში გაზით გუდავდნენ. მათი წამება 15 წუთი მაინც გრძელდებოდა, შემდეგ ზონდერკომანდერი ამოწმებდა. ყველანაირ ძვირფასეულობას, მათ შორის კბილებსაც აცლიდა. გვამებს კი წვავდნენ. ეს ისე, ჰესის ხასიათის საილუსტრაციოდ.
ჰესი, სხვა ფაშისტების მსგავსად, ფანატიკური იდეებით იყო შეპყრობილი და ტიბეტში მითიური ქვეყნის შამბალას საძებნელად იმყოფებოდა. გადმოცემით, შუა აზიაში მუსლიმანთა შეჭრის შემდეგ, მეცხრე საუკუნეში ეს ქვეყანა ადამიანთათვის უჩინარი გახდა და მხოლოდ სუფთა გულის ადამიანებს შეუძლიათ მისკენ გზის პოვნა. თეოლოგიაში შამბალა წარმოადგენს იმ დიდებულ მასწავლებელთა ადგილსამყოფელს, რომლებიც ხელს უწყობდნენ კაცობრიობის ევოლუციას. აგრეთვე, ითვლება, რომ შამბალა სამყაროს ცენტრია, სადაც არსებობს საწყისი, თავისებური სახეობის კრისტალი, ან სუბსტანცია, რომელიც მთელ დედამიწას სიცოცხლეს ანიჭებს.
ჰესი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი იყო და გურჯიევთან შეხვედრის დროს დარწმუნდა ჰიტლერის კრახში. ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა, 1941 წელს ჰესი ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ჰესის გარდა, ყველა ჩამოახრჩვეს. ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
რა თქვა გურჯიევმა სიკვდილის წინ?

გურჯიევის სიკვდილზე ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ ის პარიზში ავტოავარიაში დაიღუპა. ცნობილია ისიც, რომ მისი სიკვდილით საბჭოთა აგენტურაც დაინტერესებული იყო და გურჯიევის სიკვდილს „კაგებეს“ მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ. როდესაც მათ სტალინს მომხდარის შესახებ უამბეს, სტალინმა ერთადერთი შეკითხვა დასვა: „რა თქვა გურჯიევმა სიკვდილის წინ?“, თუმცა გურჯიევმა სიკვდილის წინ მისთვის სიტყვა არ გაიმეტა.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N47(5)ის არქივიდან 2010 წ.)
წყარო