ფონდ ერთიანობის ,,წევრები” და ანა ლომაშვილის ნათლია და მისი ახლობლები, თვითმკვლელობამდე მიყვანაში ან მკვლელობაში ანა ლომაშვილის მეუღლეს ადანაშულებენ.
შორენა ქარჩავა, ფონდის წევრი: ,,რა მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო ის თავს არ მოიკლავდა. მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ, სავარაუდოდ, ის მეუღლეს შემოაკვდა.
ანა ლომაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. მათი ცნობით, ანა ლომაშვილი და მისი მეუღლე დაშორებულები იყვნენ, რისი მიზეზიც მეუღლის მხრიდან ანა ლომაშვილზე ძალადობა იყო. ირკვევა, რომ ანა ლომაშვილის მეუღლე წამალდამოკიდებული იყო და ამჟამად მეტადონით მკურნალობის პროგრამაშია ჩართული.
,,იბერია” ცნობით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე 4 წლის შვილი მამასთან მიიყვანა და გარდაცვლილიც სწორედ იმ სახლში იპოვნეს.
ანა ლომაშვილის ცხედარი იმ სახლშია დასვენებული, სადაც შემთხვევა მოხდა. ანა ლომაშვილის ახლობლების ცნობით, გარდაცვლილის მეუღლე მათ ცხედრის ნახვის საშუალებას არ აძლევს.
ზოია ლომაშვილი, ანა ლომაშვილის მამიდა: ყურთან აქვს დაზიანება, თავი შეკრული აქვს, ახლოს არ მიგვიშვეს, რასაც ქვია.
მეგობრები ადასტურებემ რომ ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ცხედარს სასამართლო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ორ კვირაში პასუხი იქნება ცნობილი.
გამოძიება, 155-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში თვითმკველობის ვერსიაზე საუბობენ.