აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ „ასავალ-დასავალთან" 2004 წელს პატრიარქის გარშემო მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ პერიოდში უწმინდესის მოწამვლა იგეგმებოდა, გაპატრიარქებას კი მეუფე დანიელს უპირებდნენ. როგორც რუსუდან შარაძე აღნიშნავს, ამ ყველაფერს ხელი გურამ შარაძემ შეუშალა. მისივე თქმით, პატრიარქზე ხდებოდა ზეწოლა, რათა გადადგომაზე თავად გაეკეთებინა განცხადება.
„სააკაშვილი, ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტითა და ა.შ. ორგანიზაციებით, ძალიან დიდიხანია, თავს არ ზოგავს პატრიარქის ჩამოსაშორებლად. გურამ შარაძემ გეგმები არაერთხელჩაუშალა. იყო მოწამვლის და გადაყენების მცდელობები. ვიღაც იტყვის, პატრიარქისგადაყენების უფლება არავის აქვსო და მართალიც იქნება, მაგრამ მიშა როგორ სულკანონებით მოქმედებდა, ვიცით. თან ეს უნდა ყოფილიყო „ნებაყოფლობითი" ნაბიჯი. მამაჩემი ამბობდა, რომ პატრიარქზე იყო ზეწოლა, გადადგომაზე თავად გაეკეთებინაგანცხადება, მაგრამ ღმერთმა ეს არ დაუშვა. მამაჩემი აღარ იყო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, 2009 წლის 26 მაისს, როდესაც სტადიონიდან ხალხი სამებაში მივედით, როგორ შეუვარდა გიგიუგულავა პატრიარქს.
სააკაშვილს რომ მისთვის მისაღები პატრიარქი ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება, ამისმიზეზი ძალიან მარტივია - ხალხზე ზემოქმედება და საკუთარი მზაკვრული მიზნებისშესრულება ხბოს აღტაცების ფონზე. იქ, სადაც წაგებული ომი აზეიმა ხალხს, რაღაზეასაუბარი?!
თუ როგორ წყევლიდა ზოგიერთი ე.წ. მეუფე ქადაგებების დროს ყველას, ვინც„ნაცმოძრაობას" - ანუ მკვლელებს - ხმას არ მისცემდა, ვინმეს თუ არ ახსოვს, მარტივადშეუძლია მოიძიოს, ინტერნეტი სავსეა დოკუმენტური მასალებით. მაგალითად, ქუთაისისეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი და ა.შ... აღარაფერს ვიტყვი დაბალიერარქიულ საფეხურზე მყოფ ზოგიერთ პირზე", - ამბობს შარაძე.
რუსუდან შარაძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საფრთხე თითოეულ ადამიანს დღესაც ემუქრება.
„სააკაშვილისგან საფრთხე თითოეულ ჩვენგანს სულ დაემუქრება, სანამ ბოლომდე არიქნება „განიარაღებული". ანუ სანამ ოფიციალურად არ დაუმტკიცდება, რომ ის არისკაცისმკვლელი, საკუთარი ხალხის მწამებელი, სამშობლოს გამყიდველი, ქვეყნის ბიუჯეტისშემჭმელი და ა.შ. და არ ჩაჯდება ციხეში", - აღნიშნავს რუსუდან შარაძე.