ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო. მიწვდომადობა, ფასი და ხარისხი - რეფორმის თანახმად ამ სამი კრიტერიუმის შესრულება მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება აყვანილი:
"ერთის მხრივ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გარკვეულწილად უწყვეტად გავატაროთ რეფორმები, გამოცხადებული მეორე ტალღა, პირობითად მეორე ტალღაა, თორემ ეს არის რეფორმების მწკრივი. და მეორეს მხრივ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სამ ძირითად საყრდენზე, რომელიც ჯანდაცვაშია, ეს არის მიწვდომადობა, ფასი და ხარისხი, სამივეზე პროპორციულად ვიქონიოთ ზემოქმედება." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ "აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიზანმიმართულად, პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე არმიზნობრივად დახარჯული თანხების საკითხს შეისწავლის. მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირს ძალიან მკაცრად მოსთხოვენ პასუხს: "შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის რეფორმის შედეგების მონიტორინგის მიმართულებით იმუშავებს. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება: ზოგადად ჯანდაცვის ხარჯების კონტროლი ძალიან რთული და ძალიან სპეციფიურია. მაგალითად აშშ-ში ყოველ წელს ადმინისტრირება "მედიქეიდ-მედიქეარსს" - გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფინანსურ დეპარტამენტს მიმართავს, რომელიც ატარებს გამოძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ადმინსიტრაციული ინსტრუმენტი აქვთ ამერიკაში ჯანდაცვის კონტროლისთვის - ყოველ წელს FBI-ის ფინანსური დეპარტამენტი მილიარდს, მილიარდ ნახევარ არამიზნობრივად მოთხოვნილი თანხებს ავლენს. ჩვენს შემთხვევაშიც შეიქმენება ანალოგიური სამსახური. ეს ჩვენთან ჯერ კიდევ წინა კვირას ჩამოყალიბებული სტრუქტურაა, რომელიც არასწორად, არამიზნობრივად, არა ექიმის შეცდომით, არამედ მიზანმიმათულად პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე მოთხოვნილ თანხას ძალიან მკაცრად და ჯერადობით დააბრუნებინებს და შესაბამის პასუხსაც მოსთხოვს დაწესებულებას, თუ კონკრეტულ თანამშრომლებს" - განაცხადა დავით სერგეენკომ.
აიპრესი