ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ბიძინა ივანიშვილი სასტიკად გაბრაზებულია?_ ხელისუფლება სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში

    Картинки по запросу ბიძინა ივანიშვილისაუბრის დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი – მეორე რიგის ‘„წყაროა”. მისი ინფორმაციით, უახლოვეს მომავალში, დიდი წმენდა და რეორგანიზაციაა დაგეგმილი სამთავრობო სტრუქტურებში, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული – გუბერნატორ -მერებამდე. ბიძინა ივანიშვილი, სასტიკად უკმაყოფილო და გაბრაზებული ყოფილა, როგორც მთავრობის წევრების, ისე „ოცნების” დეპუტატების – არაპროფესიონალური მუშაობით?! ისე, ვინ დაიკავებს: პრემიერ- მინისტრის, შსს-სა და სხვა მინისტრების, მთავარი პროკურორის სავარძლებს, ეს, ამ ეტაპზე, მხოლოდ – ბიძინა ივანიშვილმა და ღმერთმა იცისო – აცხადებს წყარო.
     ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ: ოპტიმიზაციისა და „ქამრების შემოჭერის” -თემა გახდა ის „ინდიკატორი”, რომელიც კრახით დაასრულებინებს – მაღალი იერარქიის ჩინოვნიკებს „მოღვაწეობას. ასევე „სახელმწიფო ბიუჯეტის, არამიზნობრივი, უმისამართო და გაუმართლებელი ფლანგვა: ხელფასების, პრემიების, წახალისებისა და დანამატების სახით, სხვა კორუფციულ გარიგებებზე, რომ არაფერი ვთქვათ. ვერ გაამართლა მინისტრებისა თუ სხვათა გათვლებმა და სახეზე გვაქვს: „ოპტიმიზაცია-ოპტიმიზაციისათვის!” საკმარისია, ერთი მაგალითის მოყვანა: თავდაცვის უწყება, ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთოების -გარანტი! მინისტრმა – ლევან იზორიამ, „ოპტიმიზაციის ეგიდით,” სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 32 მილიონი ლარი „გამოათავისუფლა” – 2 250 სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახების ხარჯზე ?! სამაგიეროდ, მინისტრსა და გენ-შტაბს – „ტაშს” უკავენ: NATO, უცხოელი პარტნიორები და ექსპერტები!? სახელმწიფო ინტერესში არ შედის, არ აინტერესებს ხელისუფალს, ხვალ, ეს გაწვრთნილი, მაგრამ „მშიერი ჯარისკაცები”  რას მოიმოქმედებენ ცოლ-შვილის გადარჩენის მოტივით!?
     ლევან იზორია  2014 წლიდან, შსს აკადემიის სრული პროფესორია. 2004 – 2006 შსს აკადემიის რექტორის პოსტი ეკავა. სააკაშვილისა და „ნაც-ელიტის” დაკვეთებს – მორჩილად ასრულებდა, ანუ „ჩარეცხა” ღირსეული პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი. აკადემიის, 2004-2005 წ. გამოშვების კურსანტებს კი – „შევარდნაძის მემკვიდრეებად და ფულით მოწყობილებად”- იხსენიებდა… მაინც, ვერ დაუფასდა „ღვაწლი”… სამაგიეროდ, დროულად აუღო ალღო, დადგა „ოცნების” გვერდით საჭირო დროს და საჭირო მომენტში?! სამწუხაროდ, ასეთი, უამრავი „იზორიაა”  დღეს „ოცნების” ხელისუფლებაში. „როდესაც, თვით „ჯანდაცვის” მინისტრზე,  დავით სერგეენკოზე აქვს ხელი ჩაქნეული ბიძინა ბატონს, აქ უკვე გიორგი მღებრიშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, სოზარ სუბარი, თუ მიხეილ გიორგაძე…მშვიდად, რომ ვერ იქნებიან,  უდავო ჭეშმარიტებაა” -აცხადებს წყარო და აგრძელებს: „დიახ, დღეს, არის სერიოზული საუბრები საკანონმდებლო ხელისუფლებიდან – აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო როტაციაზე, მმართველი გუნდის დეპუტატების: არჩილ თალაკვის, მამუკა მდინარაძისა და ეკა ბესელიასი”… ანუ, პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და მთავარი პროკურორის პოსტებზე? (ი.კ.) ”გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, ბიძინი ივანიშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ ”ურთიერთობებს”. არჩილ თალაკვაძის შანსები არც თუ ისე დიდია, რადგან თალაკვაძის სტუდენტობის პერიოდი „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” ( GIPA) და უახლოესი ურთიერთობა დღემდე, მაშინდელ რექტორ გიორგი მარგველაშვილთან, ბიძინა ბატონის მეხსიერებას – არ გამოეპარება. გამორიცხული არც მამუკა მდინარაძის „დაწინაურებაა”. ბოლოსდაბოლოს სამი უმაღლესი თანამდებობა „გაუფრინდა” ხელიდან: ადვოკატთა ასოციაციით, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუსიო სასამართლოს – თავმჯდომარეობა. ეკა ბესელია ისეთი თავგადმოდებულია, მას აუცილებლად „წაახალისებს” ბიძინა ბატონი, მაგრამ კონკრეტულად სად, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილი, ის კაცი არ არის ვინმეს რამე აპატიოს და შეარჩინოს!… აქამდე, „პოლიტიკოსობას” უწუნებდნენ, მაგრამ მსოფლიო თანამეგობრობა გააოცა – „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშების ტექნოლოგიებმა და პარტიების მარტივ მამრავლებად დაშლის”  დოქტრინით!!! ასევე, არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა უკან დააბრუნოს სააკაშვილის დროს „დევნილი” და „ჩარეცხილი” პროფესიონალთა – ძველი კადრებიო, განმარტავს წყარო.
     ერთი რამე ცხადია: ბიძინა ივანიშვილმა, უკვე ნამდვილად მოიცალა  საკუთარი გუნდის  დიდი „წმენდისთვის!” დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს!
     იამზე კიკნაძე.

                                                                                                                              წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი