ავტო: ავთო ჩიტიძე
ნინა წკრიალაშვილმა 19 დეკემბერს ციცინო შურღაიასთან თვალის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. თვალის უპეებიდან თიაქარი მოიჭრა და თვალებიც დაიჭიმა. ამბობენ, წარუმატებელი ოპერაციის გამო, ნინამ ლამის მხედველობა დაკარგაო. ყოველ შემთხვევაში, ახალი წლის დღეებში შუაღამითაც მუქი სათვალით დადიოდა. თვალებიც კარგა ხანი დასიებული ჰქონდა. რეალურად აღმოჩნდა, რომ წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ნინამ დაუდევრობისა და მოუფრთხილებლობის გამო, ოპერაციის შემდგომი პერიოდი გაირთულა.
ნინა წკრიალაშვილი: – მხედველობის პრობლემა მქონდა და გადავწყვიტე, თვალების ოპერაციის გაკეთება, თან პლასტიკაც დავამატე. უპეებიდან თიაქარი მოვიშორე და ცოტა თვალის ფორმა შევცვალე, დავიჭიმე. ეს საქმე რუსეთში, ცნობილ პლასტიკურ ქირურგს, ციცინო შურღაიას მივანდე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ამ ქალს ოქროს ხელები აქვს.
– ამბობენ, ნინას ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა და ლამის დაბრმავდაო?
_ ციცინომ მითხრა, რომ 5 დღე არ გამოვსულიყავი სახლიდან. მე კი მეორე დღესვე გამოვვარდი. წინასაახალწლო ღონისძიებებს არ გამოვაკლდი და ამის გამო გამირთულდა. მე რომ დამჯერი ვყოფილიყავი, არ გამირთულდებოდა და აღარ მომიწევდა მუქი სათვალით სიარული. ახლა ყველაფერი რიგზეა. მშვენიერი თვალები მაქვს და იდეალური მხედველობა. უბრალოდ, რამდენიმე დღე მუქი სათვალით დავდიოდი, ვიღაცებს ეგონათ, რომ დავბრმავდი. თავს მშვენივრად ვგრძნობ და ბევრსაც ვმუშაობ კომპიუტერთან.
– თქვენი დაუდევრობის გამო კიდევ მოგიწიათ პლასტიკურ ქირურგთან ოპერაციის ჩატარება?
– არა, უბრალოდ, ზედმეტი პრეპარატების მიღება დამჭირდა. 5 დღე სითბოში რომ ვყოფილიყავი, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
– კიდევ რის შეცვლას აპირებთ?
– ცხვირის პლასტიკა მინდა, მაგრამ არც ერთი ქირურგი არ მიკეთებს. ყველასთან გავდივარ კონსულტაციებზე, მაგრამ… მეუბნებიან, რომ არ მჭირდება. მე კი ვთვლი, რომ ჩემს ცხვირს შეცვლა უნდა. თვალების ოპერაციამ ის მომიტანა, რომ მაკიაჟი აღარ მჭირდება. თვალის გარშემო გადაღლილობის სიშავეები აღარ მიჩნდება. ჩემი აზრით, ერთი ათი წელი მომაკლო.
ნანკა კალატოზიშვილი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა, წაწვეტებული ცხვირი და ჰოლივუდური ღიმილი გაუჩნდა. „ჩოლკაც“ და მაკიაჟიც შეიცვალა და ნანკა შეუდარებელ „ვიდზეა“.
„პრაიმტაიმს“ ეს ცვლილებები უყურადღებოდ არ დარჩენია.
ნანკა კალატოზიშვილი: – არა, ეს ძველი ამბავია. ცხვირის ოპერაცია ბოლოს ერთი წლის წინ გავიკეთე. ხრტილი მქონდა ამოვარდნილი და როგორც კი ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, დავით ციციშვილმა დამინახა, მითხრა, აუცილებლად მოდი ჩემთანო.
პირველად რომ გავიკეთე ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, მალევე კარებს დავეტაკე და ისევ გავიფუჭე. მეორედ მომიწია გაკეთება და მესამედ ნადმვილად არ ვაპირებ.
ალბათ, ჩემი ცხვირი და სახე შეცვლილი ახლა იმიტომ გეჩვენებათ, რომ მაკიაჟი შევიცვალე და ცოტა სხვანაირი გავხდი.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N46(4)-ის არქივიდან 2010 წ.)