„თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ. მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, თქვენი ლოცვებისთვის. მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესიონალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით. სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ", - ბრძანა ილია მეორემ.
უწმინდესმა აეროპორტის დატოვებამდე, რის შემდეგაც სამების ტაძარში წაბრძანდა.
პატრიარქის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 18:12 საათზე დაეშვა. აეროპორტის დატოვებამდე პატრიარქი და მისი ესკორტი იმ ადგილზე გაჩერდა, სადაც მათ მრევლი, სასულიერო პირები და მედია ელოდებოდა. უწმინდესი მათ მიესალმა, დალოცა და შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა.