ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომელიც ახლახანს გავრცელდა

    მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომელიც ახლახანს გავრცელდავულოცავ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს.
    ეს არის თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
    ევროპულ ოჯახში დაბრუნებით ასრულდა ქართველი ხალხის მრავალი თაობის ურყევი ნება. ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგა 2003 წლიდან, მაშინ, როდესაც იმედგაცრუებულმა ხალხმა კვლავ ირწმუნა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივა.
    ვარდების რევოლუცია იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეუქცევად პროცესად აქცია ქართველი ხალხის თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვა.
    ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა უპირველესად ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისათვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და თავისუფლად იმოგზაურონ ევროპულ სახელმწიფოებში.
    ამასთან, ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გაღარიბებულმა მოსახლეობამ ყოველდღიური სარჩოს საძიებლად დატოვოს ქვეყანა.
    ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის მმართველობიდან ჩამოშორება,რათა წარმატებული და განვითარებული საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
    მჯერა, საქართველო გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის გაძლიერებისთვის, დემოკრატიული განვითარებისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.


    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი