სამშობლოში დაბრუნებულმა ლიკა ევგენიძემ, ჟურნალ “თბილისელებთან” საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
“გადმოვედი აქეთ. მომენატრა საქართველო – ნოსტალგია რომ შემოგაწვება, რთულია ბავშვებით უცხო ქვეყანაში ცხოვრება. თან მშობლები ყველა აქ მყავს. მე და პატარა ვართ ჯერ აქ. ნიკასთან არის ანასოფია. სკოლაში დადის და შუა სემესტრიდან ვერ წამოვიყვანდი ბავშვს. მინდა, პირველი კლასი ბოლომდე მიიყვანოს, რადგან ამერიკული სკოლიდან პირდაპირ რომ გადმომეყვანა, აირეოდა და ცოდოა. ამიტომ ჯერჯერობით ასე ვართ. ალბათ, ცოტა ხნით წავალთ მოსანახულებლად, მაგრამ ახლა აქეთ ვართ” – განაცხადა ევგენიძემ ინტერვიუში.
ტელეწამყვანმა გამოცემასთან საუბარშიაღნიშნა, რომ მეუღლე, საკუთარი საქმიანობის გამო, საქართველოში საცხოვრებლად ვერ გადმოვა.
“ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი ვერ მიიღებს. მით უმეტეს, როცა შვილები გყავს – ყველაფერს ერთად ვწყვეტთ”