შემადგენლობა
1. 1400გ ძროხის ხორცი (სამწვადე)
2. ⅓ ჭიქა ფქვილი
3. ერთი სუფრის კოვზი მარილი
4. ½ სუფრის კოვზი წიწაკა
5. ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
6. ერთი ჭიქა წითელი ხახვი, დაჭრილი
7. ერთი ნიახური, დაჭრილი
8. ერთი სტაფილო, დაჭრილი
9. სამი კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი
10. პომიდვრის ქილა
11. ორი ჭიქა წითელი ღვინო
12. ერთი სუფრის კოვზი სუფთა ოხრახუში, დაჭრილი
13. ერთი სუფრის კოვზი სუფთა სალბი, დაჭრილი
14. ერთი დაფნის ფოთოლი
15. ½ სუფრის კოვზი მარილი
მომზადება
მოვიმარჯვოთ პატარა ზომის თასი და ხორცი, თასში მოვათავსოთ ფქვილი, მარილი, პილპილი, ავურიოთ კარგად და შევუზილოთ ხორცს. ახლა დავიწყოთ მისი შეწვა ყველა მხარეს, სანამ ის ოქროსფერ-ყავისფერ ფერს არ მიიღებს.
ახლა გადავიტანოთ ქვაბში, დავუმატოთ ხახვი, ნიახური, სტაფილო, ნიორი, პომიდორი, წითელი ღვინო, ოხრახუში, სალბი, დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ მარილი და დაბალ ცეცხლზე დაველოდოთ 8 საათის განმავლობაში.