ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რუსთავი-2 მასების ფსიქოლოგიის ისტორიაშია შესაყვანი იმის საჩვენებლად, რამდენად შეუძლია ერთი პარტიული არხის საინფორმაციო მანიპულირებებს მთელი საზოგადოების ფსიქიკის მორყევა


    ფონდი „ქართუს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთავი-2-ის სასამართლო პროცესს:
    როცა დვალს რ2 აახიეს, არხი დუმდა
    როცა ხალვაშს აყიდინეს, მაშინაც დუმდა
    როცა ხალვაშსაც წაართვეს, მაშინაც დუმდა
    როცა ნაცების ტელევიზიად იქცა, მაშინაც ხმა არ ამოუღია.
    როცა ქვეყანაში პროტესტი და ოპონირება სიცოცხლის ფასის ტოლი იყო, რ2 ჩუმად იყო. 
    როცა სისხლიან რუსთაველზე სააკაშვილმა კონცერტი მოაწყო, რ2 კუნტრუშს აშუქებდა.
    როცა სულხან მოლაშვილს ციხეში ცოცხლად ალპობდნენ რ2 გირგვლიანის მკვლელებს აპრავებდა
    როცა „იმედს“ არბევდნენ, რ2 გადატრიალებაზე ლაპარაკობდა.
    როცა ერი 9 წელი მუხლებზე იდგა, რ2 "დემოკრატიის შუქურას" აჩვენებდა
    და როცა არხის რეალურმა პატრონებმა მოითხოვეს წართმეულის დაბრუნება, რ2 გაბრაზდა და უცებ ობიექტურობაზეც კი გამოთქვა პრეტენზია
    როცა სასამართლოში მივიდა საქმე, რ2 შანტაჟზე გადავიდა
    როცა მხარდამჭერები ვერ ნახა, რ2-მა ღმერთიც იწამა მრევლის მოსაზიდად
    როცა მანიც არ დაუჯერეს, გაიბუტა და გაითიშა...
    და როცა წარმოვიდგენ, რა იქნებოდა დღეს რ2-ის ეთერში, 2012 წლის არჩევნებში სააკაშვილი რომ არ დამარცხებულიყო, ვხედავ იგივეს, რაც იყო ნაცების ზეობისას და რის გაბაიბურებასაც ასე ცდილობს არხის უზურპატორი ნაჯალათარი ხელმძღვანელობა. ნაცებისგან მართული რ2 არაფრით განსხვავდება თავად ნაცებისგან და ხვალაც მზად არის გარემოებისამებრ ან ჯოჯოხეთი დახატოს სამოთხედ ან საზოგადოება დააბრუნოს საინფორმაციო ტერორში.როგორც არ უნდა იყოს, რ2 მსოფლიო პოლიტიკის და მასების ფსიქოლოგიის ისტორიაშია შესაყვანი იმის საჩვენებლად, თუ რამხელა გავლენა აქვს არა თავისუფალ! არამედ პარტიულ მედიას და რამდენად შეუძლია ერთი პარტიული არხის საინფორმაციო მანიპულირებებს მთელი საზოგადოების ფსიქიკის მორყევა. რ2-ს ერიხ ფრომი ცალკე ნაშრომს მიუძღვნიდა... ...მე არ ვიცი, როგორ დასრულდება სასამართლო პროცესი, მაგრამ რუსთავი 2 ეკუთვნის მის რეალურ მეპატრონეებს, რომლებსაც წაართვეს არხი და იმ ხალხს აქვს უფლება სასამართლოთი მოითხოვონ წართმეული. რ2-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა ამ უფლებას ევრძვის, იმიტომ რომ ასევე იქცეოდა მისი უფროსი პრეზიდენტობისას.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი