ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და მოთქვამდა, გადამირჩინეთ..." - სიკვდილის კარამდე მიტანილი სიყვარული

    სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება გულისამაჩუყებელი ისტორიები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ამჯერად ფეისბუკგვერდი Statusebi მორიგ ემოციურ ფოტოსა და ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "სიკვდილის კარამდე მიტანილი სიყვარულის არსებობის არ მწამდა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ადამიანები გზადაგზა კარგავდნენ გრძნობებსა და ემოციებს. დღევანდელი დღე ალბათ მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ეს ადამიანი გამეცნო. საავადმყოფოს მოსაცდელში, სახე წაშლილსა და დაღლილს მისმა ტირილმა ცოტაოდენი სიფხიზლე შემმატა. მისი მეუღლე საშინელი დიაგნოზით მოიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, თვითონ პალატაში ვერ შეჰყვა, ვერ ვუყურებ ასეთ დღეშიო. დივანზე ჩამოჯ
    და, დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და გულზე მუჭების ცემით მოთქვამდა. შვილს ველოდები, ამერიკიდან მოდისო... 
    სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უძლურებას რასაც ეს მოხუცი განიცდიდა. მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო, მაგრამ არაფრად ჩანდა იმ ტკივილთან რაც ამ უთბილეს ადამიანში იყო ჩაბუდებული. 
    მე მინახავს თვალები, უიმედობით გაჟღენთილი, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებზე ლამაზი არაფერია. 
    გამოსვლისას, დერეფანში მომლოდინე ერთ-ერთმა პაციენტმა დასამშვიდებლად უთხრა: 
    - კაცი არ ხარ?! რა გატირებსო. 
    მისი ხმადაბალი პასუხი კი ალბათ სულ თან გამყვება: 
    - ,,ჩემს გამო კი არა, მისი ტკივილებისთვის ვტირი. როგორ მძულს სიბერე... განა ცრემლიანი ნაკლებად ვეყვარები?! გადამირჩინეთ და თუგინდ მთელი სახლი გამიყიდეთ. უიმისოდ რა ფასი აქვს."

    ჰო... სიყვარული არსებობს! ნაოჭებიან სახეზე ცხოვრობს და დარდნაგორები ხელებით უჭირავს მომაკვდავი მეუღლის ღონემიხდილი თითები... 
    ,, ნეტავ ასე შემიყვაროს ვინმემ" დარდიანად ამოიოხრა ვიღაცამ."

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი