ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რუსთავი 2 - ეს უვარგისი ტელევიზიაა, ეს დამნაშავე ტელევიზიაა!

    Картинки по запросу ნიკა გვარამია
    „სად არის აქ ჟურნალისტური სოლიდარობა? – როგორ შეიძლება ასეთი კაცი შენი ხელმძღვანელი და შენ მისი ხელქვეითი იყო? – ისე იქცევა თითქოს სახლშია და თითქოს საზოგადოებას არ ელაპარაკებოდეს…“, – შესაბამისი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა: სოლიდარულები არასდროს ყოფილხართ, როდესაც თქვენხელა ბიჭებს, გოგონებს ჩვენს ქალაქში დევნიდნენ, ცემდნენ, ავიწორვებდნენ, ოჯახებს აქრობდნენ… სად იყო მაშინ სოლიდარობა? ახლა რომ გამოდიან გაპრანჭული სახეებით… მე ხომ მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე ვსაუბრობ და არაფერ შუაშია აქ რომელიმე პარტია ან ფრაქცია… მე ნიშნისმოგებით კი არ ვლაპარაკობ, გულისტკივილით ვამბობ ამ ყველაფერს. ეს უვარგისი ტელევიზიაა, ეს უნიჭო ტელევიზიაა, ეს დამნაშავე ტელევიზიაა. ბოლოს რაც მოხდა მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, ჯერ წამყვანს ვეკითხები, თუ წამყავნი ხარ და რაღაც პოზიცია გაქვს, როგორ გივარდება კაცი ასე ეთერში? რომელიმე ჟურნალისტმა ამოიღო ამაზე ხმა? როგორც შეიძლება ფრაქციის ხელმძღვანელს ან ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, პოლიტიკური ფიგურა გამოდის ეთერში, ამ სიურპირიზის შესახებ ხომ უნდა უთხრათ, ისიც ხომ უნდა მოემზადოს… შემოვარდა ბომბასავით გვარამია და ისეთი რაღაცები იკადრა…. ასე არ იქცევიან არცერთი კატეგორიის ადამიანები, ეს არის უკადრისი საქციელი რაც მან იკადრა. ამ ეთერით კარგად დავინახეთ ვინ როგორ არის აღზრდილი სად არის აქ ჟურნალისტური სოლიდარობა? როგორ შეიძლება ასეთი კაცი შენი ხელმძღვანელი იყოს და შენ მისი ხელქვეითი იყო? ისე იქცევა, თითქოს სახლშია და თითქოს საზოგადოებას არ ელაპარაკება… შევარდნა, გამოვარდნა ეთერში, ამდენი შეურაცხყოფა, რა შთაბეჭდილება უნდა მქონდეს ამის შემდეგ?!
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი