არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების გარდა ვერავინ ვიპოვნე, ვისაც სჯერა რომ "რუსთავი 2" ყარამანიშვილებს ეკუთვნის, ხოლო "ქართული ოცნების" მხარდამჭერების გარდა ვერავინ ვნახე ისეთი, ვისაც სჯერა რომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.
ყველაზე ნეიტრალური და ობიექტური მხარე კი ამბობს, რომ "რუსთავი 2" არც ყარამანიშვილებს ეკუთვნის და არც ხალვაშს, მისი კანონიერი მფლობელის დადგენა კი თითქმის შეუძლებელია; ამის პარალელურად, სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი მეტად მცირეა.
რეალობა იკვეთება თითქოს ისე, რომ ან უკანონობა დარჩება ან ერთი უკანონობა მეორე უკანონობით შეიცვლება. ასეთ ვითარებაში კი წარმოუდგენელია ამ პროცესში პოლიტიკური მდგენელის არ არსებობაზე ვისაუბროთ. საკმაოდ რთული ქეისია, რადგან ჯერჯერობით აპრიორი უკანონო შედეგი მხოლოდ ძალაუფლების მიხედვით თუ შეიძლება გადანაწილდეს. დანარჩენი კი უკვე ინტერპრეტაციებია. ალბათ, ყველაზე სწორი იქნება, ამ ეტაპზე მოცემულობა დაკონსერვდეს, მაგრამ საკითხი არ გადაწყდეს"-აღნიშნავს არჩილ გამზარდია.