ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • „ეს არავინ იცოდა... მაია ასათიანი ყოველი ხელფასიდან ბერი ანდრიას ფონდში ჩუმად რიცხავდა ფულს...

    Похожее изображение
    „ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბერი ანდრიას ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია. ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.

    „მამა ანდრია 23 წლის გახდებოდა.

    16 წლის იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მალევე გარდაიცვალა სიმსივნით.

    მან დედას სთხოვა, რომ ტკივილი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მოვლით დაეძლია.

    დედა თინათინმა თანამოაზრეებთან ერთად ბერი ანდრიას ფონდი ჩამოაყალიბა და დიდ დიღომში თავშესაფარი გახსნა. ძირითადად რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები სარგებლობენ, რადგან მათ თბილისში დასარჩენი არ აქვთ.

    ფონდმა ბევრი ბავშვი სიკვდილს გამოგლიჯა. ბევრის სიცოცხლის ხარისხიც გაუმჯობესდა. და ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია. ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა. ის ყოველი ხელფასიდან აი, ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს. ასეთია სპარტაკ ცუცქირიძეც, ვისზეც ადრე ვწერდი.

    ბერი ანდრია სიცოცხლეს აგრძელებს. ის ჩვენგან ელის მაიას და სპარტაკის მსგავს ადამიანებს, რათა ბევრი ბავშვი გადარჩეს", - წერს ჩანადირი. 

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    TOP.GE

    liveinternet.ru მთვლელი