ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? – უახლოესი დღეების პროგოზი

    19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
    ამის შესახებ ინფორმაცაის გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახური ავრცელებს.
    მისი ცნობით, 14-15 იანვარს, დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
    დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;5 გრადუსი იქნება; დღისით – +9;+14 გრადუსი;
    აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -5;0 გრადუსია მოსალოდნელი, შიდა ქართლში კი -8; დღისით – +1;+6 გრადუსი;
    თბილისში დღეს ღამით იქნება -1 გრადუსი; ხვალ დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება.
    16 იანვარს, დასავლეთ საქართველოს მთაში – თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -1;+4 გრადუსი იქნება; დღისით კი +9;+14 გრადუსი;
    აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -6;-1 გრადუსი იქნება, დღისით – +5;+10 გრადუსი;
    თბილისში ღამით მოსალოდნელია -1 გრადუსი; დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება.
    17 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და დღისით ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობში ღამით – +2;+7; დღისით +11; +16 დაფიქსირდება.
    აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -5;0 გრადუსი იქნება, დღისით – +4;+9 გრადუსი;
    თბილისში ღამით 0; ხოლო დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი.
    19 იანვრიდან კი, საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი